ტეტრადები
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტეტრადები – (ბერძნ.tetras, tetrados – ოთხი) – განვითარებადი სასქესო უჯრედების ( პირველი რიგის სპერმატოციტებისა და ოოციტების) ქრომოსომული კომპლექსები, რომლებიც წარმოდგენილია ბივალენტებით, ე.ი. მეიოზის პროფაზის დროს შეწყვილებული ორი ქრომატიდისაგან. ამრიგად, ქრომატიდების საერთო რიცხვი ბივალენტურ კომპლექსში ოთხის ტოლია. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000