ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სკლერედემა მოზრდილთა – (-scleroedema adultorum; ბერძ. Scleros მყარი, მკვრივი + oidema სიმსივნე)იშვიათი დერმატოზი, რომელიც დაკავშირებულია კოლაგენური ქსოვილის ინფექციურ – ტოქსიკურ ტროფიკულ დაზიანებასთან; ვლინდება დერმისა და კანქვეშა უჯრედისის შეშუპებითა და გამკვრივებით. ჩვეულებრივ, დერმატოზი ვითარდება გადატანილი მწვავე ინფექციური დაავადებების შემდეგ. დაავადება იწყება კანის შეშუპებადი, ცომისებრი შესქელებით, რომელსაც გააჩნია მკვეთრი
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ლიმფოციტოზი მწვავე ინფექციური – (lymphocytosis; ლიმფოციტები + – osis) ინფექციური დაავადება, რომელსაც იწვევს ვირუსი და ხასიათდება კლინიკური სიმპტომების მრავალფეროვნებით, ლეიკოციტოზითა და ჰიპერლიმფოციტოზით სისხლში და ძვლის ტვინში. დაავადების გამომწვევია ლიმფოტროპული ვირუსი, რომელიც ხახის ან კუჭ – ნაწლავის ლორწოვანიდან ლიმფური ნაკადით ხვდება უახლოეს ლიმფურ კვანძებში და ლოკალიზდება რეტიკულურ-ენდოთელური სისტემის