Posts Tagged ‘ხველა’
აცც 200
ზოგადი ინფორმაცია
აცც 200. ACC 200. მუკოლიზური და ხველის საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალება. აქტიური ნივთიერება – აცეტილცისტეინი. Acetylcysteine. მწარმოებელი ფირმა – OTC – Sandoz (გერმანია). Read the rest of this entry »
Viewed 973 times by 325 viewers
ზოგადი ინფორმაცია
ძირტკბილას ფესვები. Radices Glycyrrhizae. ფიტოპრეპარატების - მუკოლიზური და ამოსახველებელი პრეპარატების ჯგუფის მუკოლიზური და ამოსახველებელი სამკურნალო საშუალება. აქტიური ნივთიერება – comb. drug. მწარმოებელი ფირმა – ნატურფარმი (საქართველო).
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
გამოდის 50 გრ მცენარეს ფორმით მუყაოს კოლოფში. ძირტკბილას ფესვები და ფესურები შეიცავენ გლიცირიზინს, გლიცირიზინის მჟავას, კალიუმისა და კალციუმის მარილებს, აგრეთვე ფლავონოიდურ გლიკოზიდებს — ლიქვირიტინს, ლიქვირიტიგენებსა და ლიქვირიტოზიდებს, ვიტამინებს (ნაწილობრივ ასკორბინის მჟავას), პიგმენტებს, ეთეროვან ზეთებს, მწარეებსა და სხვა ნაერთებს.
პრეპარატის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია
- ხველა
- ზედა სასუნთქი გზების დაავადებები
- წყლულოვანი დაავადებები კუჭის
- წყლულოვანი დაავადებები თორმეტგოჯა ნაწლავების
პრეპარატის საფირმო აღწერიდან
ფარმაკოლოგიური თვისებები
ძირტკბილას ამოსახველებელი თვისებები განპირობებულია მის ფესვებში შემავალი ნივთიერებების მოქმედებით. გლიცირიზინი ასტიმულირებს ტრაქეისა და ბრონქების ეპითელიუმის აქტივობას, აგრეთვე აძლიერებს ზედა სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსის სეკრეტორულ ფუნქციას. პრეპარატი გლუვ კუნთებზე ახდენს სპაზმოლიზურ მოქმედებას, რაც განპირობებულია ფლავონური ნაერთების, კერძოდ ლიქვირიტოზიდის არსებობით. ძირტკბილას ფესვების მნიშვნელოვან ფარმაკოლოგიურ თვისებას წარმოადგენს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, რომელიც გამოწვეულია მასში ჰისტამინის, სეროტონინის და ბრადიკინინის შემცველობით. გლიცირიზინის ჰიდროლიზის შედეგად თავისუფლდება გლიცირიზინის მჟავა, რომელიც ორგანიზმში განიცდის მეტაბოლიზმს და ავლენს კორტიკოსტეროიდულ მოქმედებას
ჩვენებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ამოსახველებელი საშუალება.
გამოიყენება როგორც ამოსახველებელი, შემომგარსველი, ხველის შემამსუბუქებელი და ზედა სასუნთქი გზების დაავადებების სამკურნალო საშუალება. ეფექტურია კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავების წყლულოვანი დაავადებებისა სამკურნალოდ

Viewed 387 times by 94 viewers
ზოგადი ინფორმაცია
ვირისტერფას ფოთოლი. Folia Farfarae. მუკოლიზური და ხველის საწინააღმდეგო პრეპარატების ჯგუფის სამკურნალო საშუალება. აქტიური ნივთიერება– comb. drug. მწარმოებელი ფირმა – ნატურფარმი (საქართველო).
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
გამოდის 50 გრ–იანი მცენარეს ფორმით მუყაოს კოლოფში.
პრეპარატის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია
- ლარინგიტები
- ტრაქეიტები
- ბრონქიტი ქრონიკული
- ასთმა ბრონქული
- ფილტვების ანთება
- ხველა გაჭიანურებული
- ანთება კუჭ–ნაწლავის ტრაქტის
- თირკმლის ანთება
- შარდის ბუშტის ანთება
- აბსცესი ფილტვის
- განგრენა
- ჭრილობები ინფიცირებული
- ფურუნკულოზი
- წყლულოვანი დაავადება კანის
- ქერტლი
- თმის ცვენა
ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატს ახასიათებს პირის ღრუს, ყელისა და ხახის ლორწოვანი გარსის შემომგარსველი მოქმედება, იცავს მათ გაღიზიანებისაგან, ათხიერებს და არბილებს ნახველს, აჩქარებს მის ევაკუაციას
ჩვენებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ამოსახველებელი საშუალება.
ეფექტურია კომპლექსურ თერაპიაში ლარინგიტების, ტრაქეიტების, ქრონიკული ბრონქიტის, ბრონქული ასთმის, ფილტვების ანთების, გაჭიანურებული ხველის, კუჭნაწლავის ტრაქტის, თირკმლის, შარდის ბუშტის ანთების, ფილტვების აბსცესის და განგრენის დროს. გამოიყენება საფენების, კომპრესების და აბაზანების სახით ინფიცირებული ჭრილობების, ფურუნკულოზის, კანის წყლულოვანი დაავადებების სამკურნალოდ. ქერტლისა და თმის ცვენის დროს მცენარის ნახარში გამოიყენება შესაზელად

Viewed 1338 times by 332 viewers


