Tag Archives: ანგიო

ანგიორექსისი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ანგიორექსისი – (angiorrhexis; ანგიო – + ბერძ. rhexis გასკდომა) სისხლძარღვის გასკდომა.

ანგიორეტიკულომა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ანგიორეტიკულომა – (angioreticuloma; ანგიო – + რეტიკულომა; სინ.: ანგიოგლიომა, ეპითელური ანგიომა, ჰემანგიობლასტომა, ლინდაუს ცისტა) კეთილთვისებიანი სიმსივნე, რომელიც შედგება დიდი რაოდენობის კაპილარებისა და სისხლძარღვთაშორისი რეტიკულური ქსოვილისაგან; აღინიშნება ნათხემში, იშვიათად მოგრძო და ზურგის ტვინში. გაფრთხილება! ბმულები: 1. ლალი დათეშიძის საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა 3. საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი

ანგიომალაცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ანგიომალაცია – (angiomalacia; ანგიო – + ბერძ. malakia რბილობი) არტერიის კოლაგენური და ელასტიკური ბოჭკოების დესტრუქციით მიმდინარე პათოლოგიური პროცესი. გაფრთხილება! ბმულები: 1. ლალი დათეშიძის საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა 3. საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი

ანგიოლიპომატოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ანგიოლიპომატოზი – (angiolipomatosis; ანგიო – + ლიპომატოზი) ცხიმოვანი ცვლის მოშლა, რომელიც ხასიათდება მრავლობითი ინკაფსულირებული ანგიოლიპომების წარმოქმნით კანქვეშა ქსოვილსა და თირკმლის კაფსულაში. გაფრთხილება! ბმულები: 1. ლალი დათეშიძის საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა 3. საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი

ანგიოლიპომა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ანგიოლიპომა – (angiolipoma; ანგიო – + ლიპომა) ლიპომა, გამოხატული სისხლძარღვოვანი კომპონენტით.