Tag Archives: არტერიულ

გლომუსის უჯრედები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გლომუსის უჯრედები – მსხვილი ნათელი უჯრედები, რომლებიც რამდენიმე შრედ გარს ეხვევა არტერიულ – ვენური ანასტომოზების, ე.წ.გლომუსების, არტერიული ნაწილის ენდოთელურ კედელს. ამ უჯრედებს შეკუმშვის უნარი აქვს. ისინი მეზენქიმური წარმოშობისაა. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა

Read More

აპერტ – კუშინგის სინდრომი

აპერტ – კუშინგის სინდრომი – კლინიკურად აღინიშნება ავადმყოფის შესახედაობის შეცვლის (სიმსუქნე, ცხიმის მუცლისა და კისრის უკანა არეში დაგროვების უპირატესობით, მთვარისებრი სახე, ჰირსუტიზმი, ატროფიული ზოლების – სტრიების არსებობა კანზე) შერწყმა არტერიულ ჰიპერტენზიასთან, ოსტეოპოროზთან, კუნთების სისუსტესთან, ქალებში მენსტრუალური ციკლის დარღვევასთან. აღინიშნება თირკმელზედა ჯირკვლების ქერქის ჰიპერფუნქციის (ხშირად ჰორმონოაქტიური სიმსივნის არსებობისას) და ადრენოკორტიკოტროპულ და კორტიკოსტეროიდული პრეპარატებით ხანგრძლივი მკურნალობისას. სინონიმები:

Read More