Tag Archives: ატროფიით

დეგენერაცია ჰიალინურ – რეტინული

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი დეგენერაცია ჰიალინურ – რეტინული – (degeneratio hyaloidoretinalis; სინ. ვაგნერის დაავადება) მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც ხასიათდება მინისებრი სხეულის პროგრესული დაზიანებით, ბადურის დეგენერაციით, მხედველობის ნერვის ატროფიით, სისხლძარღვოვანი გარსის სისხლძარღვთა სკლეროზით; გადაეცემა ავტოსომურ – დომინანტური ტიპით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

ბადურის პიგმენტური დეგენერაცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ბადურის პიგმენტური დეგენერაცია – (d. retinae pigmentosa; სინ.: ბადურის პიგმენტური აბიოტროფია, პიგმენტური რეტინიტი) ბადურის ტაპეტორეტინული დეგენერაცია; ხასიათდება მხედველობის ველის კონცენტრული შემცირებითა და ჰემერალოპიით; ოფთალმოლოსკოპურად ვლინდება ბადურაში მრავლობითი პიგმენტური გროვებით და მხედველობის ნერვის დისკოს ატროფიით. გაფრთხილება! ბმულები: 1. საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა  3. საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი

Read More