Tag Archives: ახალშობილთა

ახალშობილთა თანდაყოლილი ქოლანგიოპათიები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ახალშობილთა თანდაყოლილი ქოლანგიოპათიები – დაავადების ერთ – ერთი მიზეზია გადატანილი მუცელშიგა ჰეპატიტი. დაავადებისათვის დამახასიათებელია სიყვითლე დაბადებისთანავე, აქოლიური განავალი, მუქი ფერის შარდი. დაბადებიდან 2 – 3 კვირაში დიდდება და მკვრივდება ღვიძლი, დიდდება ელენთაც. თანდათანობით ვითარდეა ღვიძლის ციროზი და პორტული ჰიპერტენზია. ერთ – – ერთი მნიშვნელოვანი ნიშანია პირდაპირი ბილირუბინის

Read More

ახალშობილთა ეპიდემიური ბუშტოვნება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ახალშობილთა ეპიდემიური ბუშტოვნება – (კანისა და ვენ. დაავ.) გადამდები დაავადება, რომელიც ზოგჯერ იწვევს სამშობიარო სახლებში ეპიდემიების განვითარებას. სიმპტომები. დაავადების პირველ დღეებში ბავშვის სხეულის, მუცლის ქვედა ნაწილის, კისრის ნაკეცების, ზურგის ერთი შეხედვით ჯანმრთელ კანზე ჩნდებიან მოყვითალო, სითხიანი შიგთავსის მქონე ბუშტუკები. გახსნილი ბუშტუკების ადგილზე ვითარდება ეროზიები. სხეულის ტემპერატურა მატულობს,

Read More