Tag Archives: ბიძგი

შუბი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შუბი – (გერმ. Schub – ბიძგი) ფსიქიატრიაში – შიზოფრენიის შეტევა, რის შემდეგაც აღინიშნება პიროვნების ცვლილება ან ნარჩენი ფსიქოპათური დარღვევები. ყოველი მომდევნო შუბის შემდგომ ფსიქიკური დეფექტი ღრმავდება. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

რეტროპულსია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რეტროპულსია – (ლათ. retro – უკან pulsus – დარტყმა, ბიძგი) დაუძლეველი აჩქარება, რომელსაც იძენს ავადმყოფი, რომელიც ცდილობს შეინარჩუნოს წონასწორობა უკან ბიძგის შემდეგ. გასაკუთრებით ხშირია პარკინსონიზმის დროს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ოსმორეცეპტორები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ოსმორეცეპტორები – (ბერძ. Osmos ბიძგი + რეცეპტორები)ორგანიზმის შინაგან გარემოში ოსმოსური წნევის ცვლილებისადმი მგრძნობიარე სპეციფიკური სტრუქტურები, რომლებიც განლაგებულნი არიან სხვადასხვა ქსოვილებსა და ორგანოებში. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

ოსმორეგულაცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ოსმორეგულაცია – (ბერძ. Osmos ბიძგი + ლათ. Regulare გამართვა, მოწესრიგება)ორგანიზმში მიმდინარე ფიზიკურ – ქიმიური პროცესების ერთობლიობა, რომელიც უზრუნველყოფს ორგანიზმის შინაგანი თხიერი გარემოს (სისხლი, ლიმფა და ა. შ.) ოსმოსური წნევის შედარებით მუდმივობას. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

ოსმო

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ოსმო – (ბერძ. osmos ბიძგი, ზეწოლა)რთული სიტყვების შემადგენელი ნაწილი, რომელიც აღნიშნავს ოსმოსურ წნევასთან დაკავშირებულს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა