Tag Archives: გადამტან

პარინოს დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პარინოს დაავადება – კურდღლის ცხელება, კურდღლის დაავადება. გამომწვევი ტულარენსის ბაქტერია, ბაქტერიის რეზერვუარია ძუძუმწოვრები (განსაკუთრებით კურდღელი), გადამტანები კი – სხვადასხვა ფეხსახსრიანნი. ადამიანებზე გადატანა ხდება დაზიანებული კანიდან, კუჭ – ნაწლავის ტრაქტით და სასუნთქი გზებიდან. კლინიკური ფორმებია: ბუბონური, თვალ – ბუბონური, ანგიოზური, აბდომინური და ფილტვისმიერი. პრაქტიკულად დიაგნოზისათვის მნიშვნელოვანია სეროლოგიური და

Read More

მენგოს მენინგოენცეფალიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მენგოს მენინგოენცეფალიტი – მწვავე ვირუსული დაავადება, რომელიც მიმდინარეობს თავის ტვინისა და მისი გარსების უპირატესი დაზიანებით. დაავადების გამომწვევია ვირუსი მენგო. ძირითადი რეზერვუარი ვირუსისა ბუნებაში არიან მღრღნელები; ვირუსის გადამტანები – კოღოებია. დაავადება იწყება მწვავედ, ტემპერატურის მაღალ ციფრებამდე მომატებით, თავის ტკივილით, ცნობიერების დარღვევებით; სწრაფად ვითარდება მენინგეალური და კეროვანი ნევროლოგიური სიმპტომები.

Read More