Tag Archives: გადანერგვა

რეიმპლანტაცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რეიმპლანტაცია – (ლათ. Re – , წინსართი, რომელიც აღნიშნავს განმეორებას, განახლებას + im შიგა + plantatio დარგვა, გადანერგვა)განმეორებითი ოპერაცია, რომელიც ტარდება ორგანიზმში ადრე ფიქსირებული მასალების ან მოწყობილობების (იმპლანტანტების) შესაცვლელად ან გადასანაცვლებლად. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

მიელოლეიკოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მიელოლეიკოზი – ლეიკოზი, რომელის დროსაც სიმსივნური პროცესის წყაროს წარმოადგენს მიელოციტების წინამორბედი უჯრედი. ვითარდება ნებისმიერ ასაკში. მწვავე მიელოლეიკოზი (მიელობლასტური ლეიკოზი) ხასიათდება ძვლის ტვინში და სისხლში ახალგაზრდა, არადიფერენცირებული (ბლასტური) უჯრედების დაგროვებით. ვლინდება სისხლდენით, სიფერმკრთალით, ცხელებით, ტკივილით ძვლებში, შემთხვევათა ნახევარში ელენთის გადიდებით. პერიფერიულ სისხლში ლეიკოციტების რაოდენობა შესაძლოა იყოს მომატებული, ნორმალური

Read More