Tag Archives: გამოვლინებების

პარაგონიმოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პარაგონიმოზი – ჰელმინთოზი ტრემატოზოდების ჯგუფიდან. დასნებოვნება ხდება საკვებში თერმულად დაუმუშავებელი კრაბებისა და მტკნარი წყლის კიბოების ხორცის გამოყენებით. ვლინდება ფაღარათით, ცხელებით, ხველით, ტკივილით გულმკერდის არეში. მწვავე გამოვლინებების ჩაცხრომის შემდგომ პროცესი გადადის ქრონიკულ სტადიაში ფილტვების უპირატესი დაზიანებით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა

Read More

პათომორფოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პათომორფოზი – 1. ეგზოგენური და ენდოგენური ზემოქმედების შედეგად კონკრეტული დაავადების კლინიკურ – ანატომიური გამოვლინების, ასევე ავადობისა და სიკვდილიანობის სტრუქტურის მყარი ცვლილება. 2. დაავადების კლინიკური და მორფოლოგიური გამოვლინებების ცვლილება სხვადასხვა გარეშე ფაქტორების ზემოქმედებით, მათ შორის მკურნალობის მეთოდების სრულყოფით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი

Read More