Tag Archives: გამოკვლევებით

ოსტეობლასტომა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ოსტეობლასტომა – ძვლის კეთილთვისებიანი სიმსივნე, გამოირჩევა გიგანტური ზომებით. უპირატესად ლოკალიზდება ხერხემალში, შესაძლებელია დააზიანოს ჩონჩხის სხვა ძვლებიც. დამახასიათებელია ინტენსიური ტკივილები დაზიანების კერის მიდამოში, რომელიც კუპირდება ანალგეტიკებით. დიაგნოზი ზუსტდება რენტგენოლოგიური და ჰისტოლოგიური გამოკვლევებით. მკურნალობა ქირურგიულია. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

ენზიმოპენიური ანემია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ენზიმოპენიური ანემია – ჰემოლიზური ანემიების ჯგუფური სახელწოდება, რომლებიც წარმოიქმნება ერითროციტების გარკვეული ფერმენტების მემკვიდრეობითი უკმარისობით. განსაკუთრებით გავრცელებულია გლუკოზო – 6 – ფოსფატ – დეჰიდროგენაზას უკმარისობით გამოწვეული ანემია. მორფოლოგიური გამოკვლევებით ვლინდება იგივე ცვლილებები, რომლებიც დამახასიათებელია ჰემოლიზური ანემიებისათვის, სიყვითლე, ელენთისა და ღვიძლის გადიდება, ორგანოებისა და ქსოვილების ჰემოსიდეროზი. გამოყოფენ შემდეგ კლინიკურ

Read More