Tag Archives: გამოყენებული

პაკეტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პაკეტი – (ინტ.) packet ინფორმაციის საწარმოო ერთეული, რომელიც ქსელში კავშირის არხით გადაიცემა. პაკეტის ზომა გამოყენებული პროტოკოლით განისაზღვრება. პრინციპში პაკეტი – ბაიტთა ანაკრებია, რომელიც, საკუთრივ გადასაცემი მონაცემების, გადამცემისა და მიმღების მისამართების გარდა დამხმარე სახის ინფორმაციასაც შეიცავს, რომელიც უზრუნველყოფს პაკეტის დაუმახინჯებლად გადაცემას. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა

Read More

ნადი – რეაქცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ნადი – რეაქცია – უჯრედების ციტოპლაზმაში ოქსიდაზების გამოსავლინებელი რეაქცია. სახელწოდება წარმოდგება ამ რეაქციის მიმდინარეობის დროს გამოყენებული რეაქტივების საწყისი ასოებისაგან: Z – ნაფტალი და დიმეთილპარაფენილენდიამინი. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები

Read More