ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჰიპოაგამაგლობულინემია იდიოპათიკური – (hypogammaglobulinaemia idiopathica; სინ. ჰიპოგამაგლობულინემიის ბარანდუნის ტიპი) დაავადება, რომელიც ხასიათდება სისხლის შრატში გამა – გლობულინების კონცენტრაციის შემცირებით; ვლინდება ფილტვებისა და კანის ქრონიკული დაზიანებით, ჰეპატო – და სპლენომეგალიით, ივარაუდება, რომ მის განვითარებაში წამყვან როლს ასრულებენ გენეტიკური ფაქტორები. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შიში (ფსიქოლოგია) – 1. ემოცია, წარმოქმნილი ინივიდის ბიოლოგიური ან სოციალური არსებობის საფრთხის სიტუაციებში და მიმართული რეალური ან წარმოსახვითი საფრთხის წყაროზე. ტკივილისა და ტანჯვის სხვა სახეებისაგან განსხვავებით, რომლებიც გამოწვეულია არსებობისათვის საშიში ფაქტორების რეალური ზემოქმედებით, შიში წარმოიქმნება მათი გადაჭარბებით. საშიშროების ინტენსივობის ხასიათისა და შიშის განცდის სპეციფიკი ვარირებს საკმაოდ ფართო
ქრონიკული ნეფრიტი – დაავადება თირკმლების პარენქიმის ორმხრივი დაზიანებითა და მათი ფუნქციების თანდათანობითი შემცირებით. დაავადება მიმდინარეობს ქრონიკულად, ზოგჯერ გამწვავებებით, ხშირად ხასიათდება ხანგრძლივი, მრავალწლიანი მიმდინარეობით. დაავადების განვითარებაში მნიშვნელობა ენიჭება ჰუმორული და უჯრედული იმუნიტეტის დარღვევებს; განასხვავებენ ქრონიკული ნეფრიტის რამდენიმე ვარიანტს. ჰიპერტონული ტიპის ნეფრიტი ხასიათდება არტერიული წნევის მომატებით და შარდში ცვლილებებით (პროტეინურია, ცილინდრურია), რომლებიც შესაძლებელია უმნიშვნელოდ იყოს გამოხატული. ჩივილები
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქორიოდიტი – (ანატ. choriodea – თვალის საკუთრივ სისხლძარღვოვანი გარსი) თვალის სიხლძარღვოვანი გარსის ანთება. პროცესში ერთვება თვალის ბადურა. ქორიოდიტის განვითარებაში გარკვეული როლი ენიჭება ინფექციას – ტუბერკულოზური, ტოქსოპლაზმური, სტრეპტო – და სტაფილოკოკური, ვირუსული, სიფილისური, ბრუცელოზური და სხვ. პროცესში ბადურის ჩართვისას ვითარდება მხედველობის დარღვევა. დაავადების პროგრესირება იწვევს ბადურის შემღვრევას დაზიანებული