Tag Archives: გაძლიერება

ქორიოენცეფალიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქორიოენცეფალიტი – 1. (სინ.: ფსიქოსენსორული ენცეფალიტი)  ლიმფოციტარული ქორიომენინგიტის იშვიათი ფორმა, რომელიც ვლინდება მენინგოენცეფალიტის სიმპტომებით. გამომწვევია ლიმფოციტარული ქორიომენინგიტის ვირუსი. დაავადება იწყება მწვავედ, თავის ტკივილით, ტემპერატურის მომატებით, სისუსტით, ზოგჯერ აღინიშნება ხველა, სურდო; ცალკეულ ავადმყოფებს უკვე ამ პერიოდში აღენიშნებათ ჰალუცინაციები, ძილის დარღვევა, წყურვილის გაძლიერება. რამდენიმე დღის შემდეგ ავადმყოფთა მდგომარეობა უმჯობესდება,

Read More

ქოლინერგული კრიზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქოლინერგული კრიზი – მიასთენიის დროს ავადმყოფებში კუნთოვანი სისუსტის მკვეთრი მომატება სუნთქვის უკმარისობის განვითარებით, რაც გამოწვეულია ანტიქოლინესთერაზული საშუალებების გადაჭარბებული დოზის მიღებით, რომელთა ჭარბი რაოდენობა ახდენს ნერვ – კუნთოვანი გადაცემის ბლოკირებას. ვლინდება გუგების შევიწროება, აკომოდაციის პარეზი, ნერწყვისა და ბრონქული ლორწოს ჰიპერსეკრეცია, კუჭ – ნაწლავის ტრაქტის პერისტალტიკის გაძლიერება, ფაღარათი, ღებინება,

Read More