Tag Archives: გენური

მემკვიდრეობითი დაავადებები

მემკვიდრეობითი დაავადებები – 1. ქრომოსომული ან გენური მუტაციებით განპირობებული დაავადებები. რის შესაბამისადაც გამოყოფენ ქრომოსომულ და საკუთრივ მემკვიდრულ (გენურ) დაავადებებს. ამ უკანასკნელს მიეკუთვნება ჰემოფილია, დალტონიზმი, განვითარების მრავალი მანკები და სხვ. 2. დაავადებები, რომლებიც განპირობებულია ქრომოსომული ან გენური მუტაციებით. განასხვავებენ მონოგენურ, მულტიფაქტორიალურ, ქრომოსომულ მემკვიდრულ დაავადებებს, განვითარების თანდაყოლილი მანკები. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი .

გენური ინჟინერია

გენური ინჟინერია – (რეკომბინანტური დნმ – ის მეთოდი) ლაბორატორიული მეთოდების საშუალებით ორგანიზმის ახალი, მათ შორის ბუნებაში არარსებული, მემკვიდრეობითი თვისებების მიღება; ასეთი მიკროორგანიზმების საშუალებით მიღებულია ბიოსინთეზური და ნახევრადსინთეზური ანტიბიოტიკები, ადამიანის ინსულინი და სხვ. (1) გენური ინჟინერია (genetic engineering) – მოლეკულური გენეტიკის განყოფილება, რომელიც შეისწავლის, ხელოვნურად შექმნილი, გენეტიკური მასალის ახალ კომბინაციებს. გენური ინჟინერიის დასაწყისად ითვლება 1972 წელი, როცა პ.ბერგის

Read More