Tag Archives: გუგა

სიმპათიკური ოფთალმია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სიმპათიკური ოფთალმია – (თვალის დაავ.) მძიმე ქრონიკული ირიდოციკლიტი, რომელიც ვითარდება დაუზიანებელ თვალში მეორე დაზიანებული თვალის, დუნედ მიმდინარე ტრავმული ირიდოციკლიტის დროს (გამჭოლი ჭრილობები, თვალზე ოპერაციების შემდეგ, რქოვანას პერფორირებული წყლული).  ეტიოლოგია ბოლომდე დადგენილი არ არის. სიმპტომები. დაუზიანებელი თვალის დაავადება ვლინდება ჭრილობიდან არა ნაკლებ 12 დღისა, ხშირად  – 3 –

Read More

სიმპათიკოტონია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სიმპათიკოტონია – ვეგეტატიური დისტონიის ვარიანტი სიმპათიკური ნერვული სისტემის ტონუსის უპირატესობით. დამახასიათებელია გუგისა და თვალის ნაპრალების გაფართოება, სკლერების სიბზინვარე, სიფერმკრთალე, მიდრეკილება შეკრულობებისადმი, ტაქიპნოე, ტაქიკარდია, არტერიული წნევის მომატება. ამასთან აღინიშნება მომატებული შრომისუნრიანობა, ამტანობა, ინიციატივობა, ემოციური რეაქციების ლაბილობა და გამომხატველობა. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და

Read More

პუპილო

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პუპილო – (ლათ. pupilla გუგა) რთული სიტყვების შემადგენელი ნაწილი, რომელიც აღნიშნავს ,,გუგასთან დაკავშირებულს“. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

პტი სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პტი სინდრომი – ეგზოფთალმის შერწყმა თვალის გუგისა და თვალის ნაპრალის გაფართოებასთან ერთად ცალ მხარეს. განპირობებულია კისრის მიდამოში სიმპათიკური ბოჭკოების გაღიზიანებით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

პტერიგიუმი (ფრთისებრი აპკი)

პტერიგიუმი (ფრთისებრი აპკი) – (თვალის დაავ.) კონიუნქტივის სამკუთხედის ფორმის ნაკეცი, რომელიც გადადის რქოვანაზე შიგნითა, იშვიათად გარეთა მხრიდან. ზრდა ნელა მიმდინაეობს. მხედველობა უარესდება, როდესაც ფრთისებრი აპკი აღწევს გუგის მიდამოს. ეტიოლოგია. ქარით, მტვრით, მძაფრი ანაორთქებისგან და ა.შ. კონიუნქტივის ქრონიკული გაღიზიანება. ცრუ პტერიგიუმი, რომელიც რქოვანაზე გადადის ნებისმიერი მხრიდან, წარმოიქმნება კონიუნქტივის ნაკეცის რქოვანას დაზიანებულ ზედაპირთან (წყლული, დამწვრობა) შეხორცების შედეგად.

Read More