Tag Archives: დადგენილია

უჯრედის მემკვიდრეობა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი უჯრედის მემკვიდრეობა – შვილეულ უჯრედებში, საწყის დედისეულ უჯრედთან შედარებით, ერთნაირი ან მსგავსი თვისებების წარმოქმნა. ამ მოვლენას საფუძვლად უდევს დნმ – ის ავტორეპროდუქცია და მემკვიდრეობითი ინფორმაციის გადაცემა უჯრედის ყოველი გაყოფის დროს. უჯრედის მემკვიდრეობას არჩევენ: 1. ბირთვულს, რომელიც დაკავშირებულია უჯრედის ბირთვების ქრომოსომების დნმ – თან და 2. ციტოპლაზმურს, პლაზმოგენების

Read More

პირველი რიგის სხეულაკი მიმართებითი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პირველი რიგის სხეულაკი მიმართებითი – / სინ.პირველი რე­დუქციული სხეულაკი, პირველი პოლარული სხეულაკი, პოლოციტი / – წვრილი აბორტული უჯრედი, რომელიც წარმოიქმნება მეორე რიგის ოოციტთან ერთად პირველი რიგის ოოციტის გაყოფის დროს. მიმართებითი სხეულაკი შემდგომში შეიძლება გაიყოს მიტოზით და წარმოიქმნას მეორადი ორი მიმართებითი სხეულაკი, რომლებიც მალე იღუპებიან. ტერმინი „მიმართებითი სხეულაკი“,

Read More

პარამნეზია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პარამნეზია – 1. (ფსიქოლოგია) (ბერძ. para – მახლობლად, mnesia – გახსენება) მეხსიერების სიცრუე, ,,ცრუ მოგონებები”. ყველაზე ხშირად პარამნეზიის ქვეშ იგულისხმება მეხსიერების დარღვევები, რომელთა დროს მოცემულ მომენტში მიმდინარე აღიქმება როგორც უკვე ოდესღაც მომხდარი. ნორმაში, პარამნეზიის წარმოქმნაში, მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ემოციები და აფექტები, საკუთარი პიროვნების გავლენის გადაფასება ზოგიერთ, ადრე

Read More

მუტანტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მუტანტი – მემკვიდრულად შეცვლილ ორგანიზმთა ფორმები, რომლებიც საწყისისგან რომელიმე გადახრით განსხვავდება და მიიღება მუტაციის შედეგად. მუტანტი აღწერილია რამდენიმე ასეული წლის წინათ როგორც მცენარეებში (მაგ., შეცვლილფოთლებიანი მარწყვი და ქრისტესისხლა), ისე ცხოველებში (მოკლეფეხებიანი ცხვარი). XX ს. 20 – 30 – იან წლებში ინდუცირებული მუტაგენეზის აღმოჩენის შემდეგ მიიღეს ნაირგვარი მუტანტი.

Read More

ლეგალური ნეტო

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ლეგალური ნეტო – საქონლის წონა, რომელსაც იყენებენ საბაჟო გადასახდის დასრიცხად. როცა არ არსებობს მონაცემები ბაჟის რეალური ნეტოს მიხედვით დასარიცხად, ლეგალური ნეტოს წონა განისაზღვრება ბრუტოს წონის დადგენის გზით და მისგან ტარის წონის გამოკლებით, რომელიც მოცემული საქონლისთვის დადგენილია საბაჟო ტარიფით. მოხერხებულობისათვის ბაჟის გაანგარიშებისას, მონაცემების ტარის წონის შესახებ სხვადასხვა საქონლისათვის

Read More