Tag Archives: დეიტოპლაზმა

ციტოპლაზმის ჩანართები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ციტოპლაზმის ჩანართები – (inclusiones cytoplasmatis სინ.დეიტოპლაზმა, პარაპლაზმა) – ციტოპლაზმის არამუდმივი ნაწილები, რომლებიც უფრო ხშირად არიან უჯრედშიგა ცვლის პროდუქტები ან სეკრეციის და პიგმენტების წარმოქმნის პროცესში გამომუშავებული ნივთიერებანი, ან ფაგოციტოზისა და პინოციტოზის საშუალებით უჯრედის მიერ გარემოდან შთანთქმული ნაწილაკები. თხიერ ჩანართებს ეწოდება ვაკუოლები, მკვრივს – გრანულები. არჩევენ ჩანართების რამდენიმე ჯგუფს:

Read More

პარაპლაზმა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პარაპლაზმა – (paraplasma ბერძნ.para – ახლოს და იხ.პლაზმა) იხ. სინ. უჯრედის ჩანართები, დეიტოპლაზმა. ტერმინი შემოიღო (1896) კუპფერმა. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

დეიტეროპლაზმა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი დეიტეროპლაზმა – (deuteroplasma ბერძნ.deuteros – მეორე და იხ.პლაზმა სინ.პარაპლაზმა) უჯრედების ციტოპლაზმის ის ნაწილი, რომელიც წარმოდგენილია სხვადასხვა სახის ჩანართებით (ცხიმის წვეთები, ყვითრი, სეკრეციული გრანულები, პიგმენტური მარცვლები და ა.შ.) უფრო ხშირად ამ ტერმინს ხმარობენ ციტოპლაზმის ყვითრის ჩანართების აღსანიშნავად. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000

Read More