Tag Archives: დეფექტების

სკოტომეტრია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სკოტომეტრია – (ბერძ. Skotos სიბნელე + metreo გაზომვა)მხედველობის ველის კეროვანი დეფექტების გამოვლენა და გაზომვა; წარმოადგენს მნიშვნელოვან მეთოდს მხედველობის ველის გამოსაკვლევად; გამოიყენება თვალისა და ნევროლოგიური დაავადებების დიაგოსტირებისათვის. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

რინოპლასტიკა

რინოპლასტიკა – 1. (ბერძ. Rhis, rhinos ცხვირი+ plastike გამოქანდაკება, პლასტიკა)  ცხვირის აღდგენის ოპერაციული მეთოდი მისი სრული არარსებობისას, ასევე მისი სხვადასხვა დეფორმაციებისა და ნაწილობრივი დეფექტების დროს. 2.  ცხვირის აღდგენის ან მისი ფორმის გასწორების პლასტიკური ოპერაციების საერთო სახელწოდება. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი  

პლასტიკური ოპერაციები

პლასტიკური ოპერაციები – ოპერაციული ჩარევა, რომელიც სრულდება ორგანოების დაკარგული ფორმისა და ფუნქციის აღსადგენად თანდაყოლილი და შეძენილი დეფექტების დროს; მასში შედის ქსოვილთა გადანაცვლების, ტრანსპლანტაციის ან იმპლანტაციის სხვადასხვა მეთოდები ან მათი შემცვლელი მასალების იმპლანტაციები. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

მყესოვანი კონტრაქტურები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მყესოვანი კონტრაქტურები – (ქირურგ.) ვითარდება მყესების ტრავმების შედეგად, შემდგომში მყესების დეფექტების და ნაწიბუროვანი შეხორცებების წარმოქმნით. მყესოვანი კონტარქტურები ასევე შესაძლებელია განვითარდეს მყესების და მყესოვანი ჩანთების ანთებითი პროცესების შემდეგ. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

კბილთა რიგის დეფექტები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი კბილთა რიგის დეფექტები – ერთი ან რამდენიმე კბილის არარსებობა კბილთა რკალის მთლიანობის დარღვევით. წარმოიქმნება კბილების დაკარგვის შედეგად, რაც თავის მხრივ გამოწვეულია გართულებული კარიესით, პაროდონტის დაავადებებით, ტრავმით. შესაძლებელია თანდაყოლილი ადონტია ან ცალკეული კბილის ამოჭრის შეფერხება. სიმპტომები. ღეჭვის ფუნქციის დარღვევა; კბილთა რიგის ერთი ნაწილი გადატვირთულია, ხოლო მეორე არ ფუნქციონირებს,

Read More