Tag Archives: დიათეზის

სტიუარტ – პრაუერის დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სტიუარტ – პრაუერის დაავადება – X ფაქტორის დეფიციტი, ჰემორაგიული დიათეზის თანდაყოლილი ფორმა. გადაიცემა ავტოსომურ – რეცესიული ტიპით. დაავადება მჟღავნდება ბავშვობაში. დამახასიათებელია სიხლდენა ცხვირიდან, ლორწოვანიდან, საშვილოსნოდან უმიზეზოდ ან მცირე ტრავმის მიღების შემდეგ. სისხლჩაქცევები აღინიშნება კანქვეშ, კუნთებში. ჰემართროზი იშვიათია. ქალებში მენსტრუაცია გახანგრძლივებულია. ჰემოგრამა ნორმალურია. კოაგულაციურ სისტემაში თრომბოპლასტინის დრო გახანგრძლივებულია.

Read More

რევილის დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რევილის დაავადება – რევოლის სინდრომი. ესენციური ჰემორაგიული თრომბოციტემია. ჰიპერთრომბოციტული მიელოზი. ესენციური თრომბოციტემიისა და ჰემორაგიული დიათეზის შერწყმა. ნიშნები: სისხლდენა ცხვირიდან, კუჭიდან და ნაწლავებიდან, სპლენომეგალია, თრომბოზები და თრომბოფლებიტები, ჰიპერპროტეინემია, ერითროციტოზი, თრომბოციტოზი, მეგაკარიოციტოზი. დაავადება ვლინდება ხანშიშესულთა ასაკში. სინონიმი: მორტენსენის სინდრომი. [“3”] გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა

Read More

კანის ფსიქოგენური დაავადებები

კანის ფსიქოგენური დაავადებები – (ბერძ. Psyche სული + gennao შექმნა) კანის სხვადასხვა დაზიანებების ჯგუფი, რომელთა განვითარებასაც საფუძვლად უდევს ფსიქიკური მოქმედების დარღვევები. ეს დარღვევები (ნევროზები, ფსიქოპათიები, ფსიქოზები) ხშირად იწვევენ ვეგეტატიური ნერვული სისტემის ფუნქციის დარღვევებს და, შესაბამისად, სხვადასხვა სისხლძარღვოვან, სეკრეტორულ, ტროფიკულ ცვლილებებს კანში, რომლებიც განაპირობებენ კანის იშემიას ან მყარ ჰიპერემიას, თმის ცვენასა და გაჭაღარავებას, ადრე არსებულ დაავადებების

Read More

ექსუდაციურ – კატარული დიათეზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ექსუდაციურ – კატარული დიათეზი – (ლათ. Exsudare გამოყოფა; სინ.: ატოპიური დიათეზი) კონსტიტუციის ანომალია, დიათეზის ერთ – ერთი გავრცელებული ფორმა. მის ყველაზე უფრო ადრეულ გამოვლინებას წარმოადგენს მრგვალი მოყვითალო ლაქები წვივების წინა ზედაპირებზე, ასევე მოყვითალო ან მურა ფერის ქერცლები თავის თმიან ნაწილზე, რომლებიც მოცილების შემდეგ კვლავ ჩნდებიან. ალერგენების ზემოქმედებით

Read More

ანგიოჰემოფილია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ანგიოჰემოფილია – ჰემორაგიული დიათეზის ოჯახურ – მემკვიდრეობითი ფორმა, რომელიც ხასიათდება სისხლდენის დროის გახაგრძლივებითა და ანტიჰემოფილური გლობულინის A – ს (VIII ფაქტორი) შემცველობის დაქვეითებით, თრომბოციტების რაოდენობის და სისხლის შედედების ნორმალური მაჩვენებლის დროს. გაფრთხილება! ბმულები: 1. ლალი დათეშიძის საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა 3. საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი