Tag Archives: დისპეფსიური

კოლი – ინფექცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი კოლი – ინფექცია – ინფექციური დაავადება, გამოწვეული ნაწლავის ჩხირის შტამებით, რომელთაც გააჩნიათ პათოგენური თვისებები. დაავადება წარმოიქმნება წყლის ან საკვები პროდუქტების გამოყენებისას, რომლებშიც მოხდა გამომწვევის დაგროვება. ვლინდება მწვავედ განვითარებული დისპეფსიური დარღვევებით და ინტოქსიკაციით. სახიფათოა ადრეული ასაკის ბავშვებისათვის. შესაძლებელია აღინიშნებოდეს ნაწლავგარეშე გამოვლინებები: პიელონეფრიტი, მენინგიტი, სეფსისი და სხვ. გაფრთხილება! ბმულები:

Read More

დიფილობოტრიოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი დიფილობოტრიოზი – ჰელმინთოზი, რომელსაც იწვევს წვრილ ნაწლავში მოპარაზიტე ლანცეტა, სიგრძით 2 – 10 მ – მდე. დასნებოვნება ხდება უმი, ან თერმულად არასაკმარისად დამუშავებული თევზის საკვებად გამოყენებისას. ვლინდება დისპეფსიური მოვლენებითა და ანემიით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა