Tag Archives: დი

ყბისახლო აბსცესი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ყბისახლო აბსცესი – ჩირქოვანი ანთება დაშლის შემოსაზღვრული კერის წარმოქმნით ყბა – სახის მიდამოს ქსოვილებში. ეტიოლოგია. შერეული ფლორა, ძირითადად სტრეპტო – და სტაფილოკოკები. ინფექციის წყაროა ანთების მწვერვალახლო და პერიკორნეალური კერები და პაროდონტული ჯიბეები. პათოგენეზი დაკავშირებულია მიმდებარე რბილ ქსოვილებში ინფექციის გავრცელებასთან ლიმფური ან ვენური დინებით ან ძვლოვანი ქსოვილის რეზორბციით.

Read More

მეზენქიმა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მეზენქიმა – 1. (mesenchyma ბერძნ.mesos – შუა, შუამდებარე, enchyma – რაიმე ჩასხმული, ვავსებ) ფაშარად განლაგებული მორ­ჩებიანი, ბადისებურად ერთმანეთთან დაკავშირებული შერეული წარ­მოშობის უჯრედების – მეზენქიმოციტების (mesenchymocytus – მეზენქიმური უჯრედი) ერთობლიობა, რომლებიც ამოავსებენ ჩანასახის სხეულის პირველად ღრუში შუალედებს ორგანოთა და ქსოვილთა უფრო მკვრივ ნერგებს – ჩანასახოვან ფურცლებს შორის. შიგა

Read More

ერითრომიელოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ერითრომიელოზი – (erythromyelosis; ბერძ. Erythros წითელი + myelos ძვლის ტვინი + – osis; სინ.: დი გულელმოს დაავადება, ერითრობლასტომატოზი, ერითროლეიკემია, ერითროლეიკოზი) მწვავე ლეიკოზის ფორმა; დაავადების ადრეულ პერიოდში ძვლის ტვინში სჭარბობენ ერითრობლასტები და ნორმობლასტები, მოგვიანებით, როგორც წესი, მიელობლასტები; მიმდინარეობს ნორმოქრომული ან ჰიპერქრომული ანემიით, მზარდი ლეიკოპენიითა და თრომბოციტოპენიით. გაფრთხილება! ბმულები:

Read More

დი გეორგეს სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი დი გეორგეს სინდრომი  – (А. М. Di George, ამერ. პედიატრი)მემკვიდრეობითი იმუნოპარეზი, რომელიც  განპირობებულია მკერდუკანა (თიმუსი) და ფარისებრახლო ჯირკვლების აპლაზიით; დამახასიათებელია ინფექციებისადმი ორგანიზმის წინააღმდეგობის დაქვეითება; ვლინდება მორეციდივე პნევმონიებით, ოტიტებით, დერმატიტებით, ასევე ტეტანიისა და ჰიპოკალციემიის მოვლენებით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და

Read More

ანორგაზმია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ანორგაზმია – ყველაზე უფრო ხშირი ფრიგიდულობის გამოვლინება, განპირობებული სქესობრივი ურთიერთობების დისჰარმონიით. შესაძლებელია წარმოიქმნას მამაკაცის ნაადრევი თესლის დაღვრის, შეწყვეტილი სქესობრივი აქტის, ქალის არასაკმარისი ფსიქოეროტიკული მომზადების, არასწორად შერჩეული პოზის შედეგად. გარდა ამისა, ქალი, როგორც სექსუალური პარტნიორი უფრო დამოკიდებულია მამაკაცზე, რომელიც განსაზღვრავს სქესობრივი აქტის ჩატარების სიხშირეს, რიტმს, ფორმას, ხოლო ქცევის

Read More