Tag Archives: დროებითი

რეკაპიტულაცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რეკაპიტულაცია – 1. (recapitulatio ლათ. recapitulatio  –  გამეორება)   განვითარების დაბალ საფეხურზე მდგომი ცხოველების ემბრიონული განვითარების ამა თუ იმ ნიშნის გამეორება, არეკლვა უმაღლეს ორგანიზმში. რეკაპიტულაციის პროცესების საფუძველზე შესაძლებელია აირეკლოს, განმეორდეს ონტოგენეზში ფილოგენეზის ძირითადი ეტაპები. ადამიანის ემბრიოგენეზის რეკაპიტულაციის მაგალითებია ჩონჩხის სამი ფორმის შეცვლა  –  ქორდა, ხრტილოვანი ჩონჩხი, ძვლოვანი ჩონჩხი;

Read More

რადიოდერმიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რადიოდერმიტი – დერმატიტი, რომელიც გამოწვეულია კანზე იონიზირებადი, უპირატესად რენტგენის დასხივებით. განასხვავებენ მშრალ და სველ რადიოდერმიტს. ვლინდება თმების დაცვენით – ეპილაციით, რაც შესაძლოა იყოს დროებითი ან მუდმივი. მოგვიანებით ვითარდება კანის ატროფია და დეპიგმენტაცია, ტელეანგიექტაზიების განვითარება. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა