Tag Archives: ეზოფაგიტი

ანტაციდ-ბიო

ანტაციდ-ბიო


ანტაციდ-ბიო აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


ანტაციდ-ბიო–ის ზოგადი ინფორმაცია

ანტაციდ-ბიო. Antacid-Bio. ანტაციდური  სამკურნალო საშუალება. აქტიური ნივთიერებები – ალუმინიუმის ჰიდროქსიდი + მაგნიუმის ტრისილიკატი. Aluminium hydroxide + Magnesium trisilicate. მწარმოებელი ფირმა – შპს “ბიოპოლუსი” (საქართველო).

Read More

ნორპრესდონი სუსპენ

  ნორპრესდონი

ნორპრესდონის ზოგადი ინფორმაცია

ნორპრესდონი. Norpresdon. ღებინების საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალება. აქტიური ნივთიერება – დომპერიდონი. Domperidone. მწარმოებელი ფირმა – GlaxoSmithKline group of companies (ეგვიპტე).

Read More

ეპიფრენული დივერტიკული

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ეპიფრენული დივერტიკული – მდებარეობს საყლაპავის ქვედა მესამედში დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის ზევით. ყველაზე უფრო ხშრად იგი გამოდის საყლაპავის მარჯვენა კედლიდან, მაგრამ იზრდება მარცხნივ. სიმპტომები. ტკივილი, რომელიც განპირობებულია დივერტიკულში წნევის მომატებით, დისფაგია. გართულებები – ეზოფაგიტი, პერფორაცია (დივერტიკულიტის დროს). დიფერენციალური დიაგნოზი ტარდება კარდიოსპაზმთან, პარაეზოფაგულ თიაქართან და საყლაპავის კიბოსთან. ოპერაციული მკურნალობა

Read More

გულძარმვა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გულძარმვა – წვის ავამდყოფური შეგრძნება, უპირატესად საყლაპავის ქვედა ნაწილში, შესაძლებელია ვრცელდებოდეს კუჭიდან ყელში; თან ახლავს უსიამოვნო გემო პირში. განპირობებულია კუჭის მჟავე შიგთავსის გადასროლით საყლაპავში. მიზეზები: დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის თიაქარი, რეფლუქს – ეზოფაგიტი, კუჭის დაავადებები და სხვ. გულძმარვა – წვის უსიამოვნო შეგრძნება გულის კოვზთან და საყლაპავის გასწვრივ. იწვევს

Read More

ეზოფაგიტი

ეზოფაგიტი esophagitis

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

ეზოფაგიტი – საყლაპავის ანთება. განახვავებენ მწვავე, ქვემწვავე და ქრონიკულ ეზოფაგიტებს.

ეტიოლოგია, პათოგენეზი

მწვავე ეზოფაგიტები ვითარდება საყლაპავის ლორწოვანი გარსის გაღიზიანებით ცხელი საკვებითა და სასმელით, ქიმიური ნივთიერებებით (კოროზიული ეზოფაგიტები), მწვავე ინფექციური დაავადებების დროს (ქუნთრუშა, დიფთერია, სეფსისი და სხვ.) ხშირად თან ახლავს მწვავე ფარინგიტებს, გასტრიტებს. ქვემწვავე და ქრონიკული ეზოფაგიტი ვითარდება ლორწოვან გარსზე გამაღიზიანებლების განმეორებითი მოქმედებით: ძალზე ცხელი, უხეში და ცხარე საკვებით, მაგარი ალკოჰოლური სასმელებით, ზოგიერთი საწარმოო ტოქსიკური ნივთიერებებით და ა. შ. ქრონიკული ეზოფაგიტები ხშირად თან ახლავს ცხვირ – ხახისა და კუჭის ქრონიკულ ანთებით დაავადებებს, რიგ შემთხვევებში შესაძლოა აღინიშნებოდეს ქრონიკული ინფექციური დაავადებების დროს – ტუბერკულოზი, სიფილისი. შეგუბებითი ეზოფაგიტები წარმოიქმნება საყლაპავში საკვების შეჩერებისა და დაშლისას, რაც უკავშირდება საყლაპავის სპაზმს, კარდიის აქალაზიას. ქვემწვავე და ქრონიკული ეზოფაგიტის ყველაზე ხშირი მიზეზია კუჭის წვენის გადასროლა საყლაპავში კარდიის უკმარისობის შედეგად – ე. წ. რეფლუქს – ეზოფაგიტი ან პეპტიკური ეზოფაგიტი, რომელიც აღინიშნება დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის აქსილარული თიაქრის დროს, ოპერაციის შემდეგ, სისტემური სკლეროდერმიის დროს – კარდიის ზონის გლუვი კუნთების ატროფიიის შედეგად.

Read More