Tag Archives: ეკგ

აგონალური

განმარტებითი ლექსიკონი აგონალური – ეს ტერმინი გამოიყენება სიკვდილის დროს მიმდინარე მოვლენების,კერძოდ,სუნთქვის გაჩერების ან ეკგ-ზე და ეეგ-ზე შესაბამისი ცვლილებების აღსაწერად,რომლებიც სიკვდილის დადგომის ფაქტის კონსტატირების საშუალებას იძლევიან.

ქრონიკული ნეფრიტი

ქრონიკული ნეფრიტი – დაავადება თირკმლების პარენქიმის ორმხრივი დაზიანებითა და მათი ფუნქციების თანდათანობითი შემცირებით. დაავადება მიმდინარეობს ქრონიკულად, ზოგჯერ გამწვავებებით, ხშირად ხასიათდება ხანგრძლივი, მრავალწლიანი მიმდინარეობით. დაავადების განვითარებაში მნიშვნელობა ენიჭება ჰუმორული და უჯრედული იმუნიტეტის დარღვევებს; განასხვავებენ ქრონიკული ნეფრიტის რამდენიმე ვარიანტს. ჰიპერტონული ტიპის ნეფრიტი ხასიათდება არტერიული წნევის მომატებით და შარდში ცვლილებებით (პროტეინურია, ცილინდრურია), რომლებიც შესაძლებელია უმნიშვნელოდ იყოს გამოხატული. ჩივილები

Read More

ფალოს ტრიადა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფალოს ტრიადა – (E. L. A. Fallot, ფრანგი ექიმი) გულის თანდაყოლილი მანკი, რომელიც განპირობებულია ფილტვის ღეროს სტენოზით, წინაგულთაშუა ძგიდის დეფექტით და მარჯვენა პარკუჭის ჰიპერტროფიით. განასხვავებენ ფალოს ტრიადის ორ ფორმას – აციანოზურს (,,თეთრს”) და ციანოზურს (,,ლურჯს”). ავადმყოფის ძირითადი ჩივილებია დაღლილობა, ქოშინი. აუსკულტაციით მოისმინება უხეში სისტოლური შუილი, რომლის ეპიცენტრი

Read More

ტონზილურ – კარდიალური სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტონზილურ – კარდიალური სინდრომი – გულის ცვლილება, რომელსაც ზოგჯერ წინ უძღვის ქრონიკული ტონზილიტი, განსაკუთრებით მისი გამწვავების დროს. ამასთან ერთად შესაძლებელია განვითარდეს სხვადასხვა სუბიექტური გამოვლინებები, იშვიათად გულის სერიოზული ცვლილებები  – მიოკარდიუმის დისტროფია და მიოკარდიტი. ავადდებიან უპირატესად ახალგაზრდა ქალები, რომლებთაც აღენიშნებათ ხშირი გამწვავებებით მიმდინარე გამოხატული ტონზილიტი.  სიმპტომები. ყველაზე ხშირია

Read More

ტეტანია, ჰიპოპარათირეოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტეტანია, ჰიპოპარათირეოზი – დაავადება, რომელიც ხასიათდება პარაფარისებრი ჯირკვლების ჰორმონის უკმარისობით, რასაც მივყავართ ორგანიზმში კალციუმის შემცველობის დაქვეითებამდე და კრუნჩხვითი, მტკივნეული შეტევების განვითარებამდე. ჰიპოპარათირეოზი შესაძლებელია განვითარდეს, სტრუმექტომიის დროს აღნიშნული ჯირკვლების შემთხვევით მოცილების შედეგად. იშვიათად აღნიშნური დაავადება ვითარდება ინფექციური დაავადებების და ინტოქსიკაციების დროს, აგრეთვე ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში, რაც მოითხოვს

Read More