Tag Archives: ეკვრის

ცენტროსომა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცენტროსომა – (centrosoma ლათ. centrum – ცენტრი და ბერძნ. soma, somatos – სხეული) უჯრედის ორგანოიდი, რომელსაც ეწოდება უჯრედის ცენტრი . იგი შედგება ერთი, ან უფრო ხშირად, ორი ცენტრალური სხეულაკისაგან – ცენტრიოლებისაგან , რომელთაც გარს ეკვრის ნათელი ციტოპლაზმა – ცენტროსფერო . ტერმინს „ცენტროსომა“, რომელიც შემოიღო ბოვერიმ (1888), საკმაოდ

Read More

ცენტროპლაზმა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცენტროპლაზმა – (centroplasma ლათ. centrum – ცენტრი და იხ.პლაზმა) ჰომოგენური ციტოპლაზმა, რომელიც გარს ეკვრის უჯრედის ცენტრის ცენტრიოლებს. ტერმინი შემოიღო ერლანგერმა (1897). (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

უჯრედული გარსი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი უჯრედული გარსი – (tunica cellularis) – ცელულოზისა და სხვა ნივთიერებისაგან შემდგარი მკვრივი კედელი, რომელიც გარს ეკვრის მცენარეულ უჯრედს და ასრულებს დამცავ და საყრდენ ფუნქციებს. ასეთი უჯრედული გარსი აქვს მხოლოდ მცენარეულ უჯრედებს, ცხოველურ უჯრედებს კი არა აქვს. გარედან მათ აქვთ მხოლოდ სუბმიკროსკოპული პლაზმური მემბრანა – პლაზმოლემა (ციტოლემა) ,

Read More

სარკოლემა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სარკოლემა – (sarcolemma ბერძნ. sarx, sarcos  –  ხორცი, სხეული, lemma  –  გარსი)  კუნთოვანი ბოჭკოს პლაზმოლემა მის გარშემო მყოფ ბაზალურ მემბრანასთან ერთად. თხელი გარსი, რომელიც გარს ეკვრის ჩონჩხის განივზოლიან კუნთოვან ბოჭკოს. შედგება სამი კომპონენტისაგან: 1. მიოსიმპლასტის პლაზმოლემა; 2. ბაზალური­ მემბრანა და მათ შორის 3. კამბიური  უჯრედები  –  მიოსატელიტოციტები

Read More

პოდოციტები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პოდოციტები – (podocyti; podocytus ლათ.podium – ამაღლება და ბერძნ.cytos – უჯრედი) თირკმლის სხეულაკის კაფსულის შიგა ფურცლის წარმომქმნელი ეპითელიუმის ბრტყელი უჯრედები – ეპითელიოციტები. უსწორო ფორმის უჯრედებია, რომელთა სხეულებიდან გამოდის რამდენიმე მსხვილი მორჩი – ციტოტრაბეკულა . ამ მორჩებზე წვრილი მორჩები – ციტოტრაბეკულებია , რომლებიც ბაზალურ მემბრანაზე მაგრდებიან. ეს უჯრედები

Read More