Tag Archives: ეპითელის

ქოლესტეატომა

ქოლესტეატომა

ქოლესტეატომა სიმსივნისმაგვარი წარმონაქმნია, რომელიც ლოკალიზდება შუა ყურის მიდამოში ან ცხვირის ახლო წიაღებში. ქოლესტეატომა წარმოადგენს კერატინის, ქოლესტერინის კრისტალებისა და გარქოვანებული ეპითელიუმის  გროვას, რომელიც შემოსაზღვრულია შემაერთებელქსოვილოვანი კაფსულით. ვითარდება მეორადად შუა ყურისა და ცხვირის ახლო წიაღების ქრონიკული ჩირქოვანი ანთების ფონზე. ყველაზე ხშირად გვხვდება ოდონტოგენური ბუნების ჰაიმორის ღრუების დაზიანება. 

Read More

ტაპეტორეტინული დისტროფია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტაპეტორეტინული დისტროფია – (ლათ. Tapete საფარი + retina ბადურა გარსი; ბერძ. dys –  მოშლა + trophe კვება; სინ.: ტაპეტორეტინული დეგენერაცია, ტაპეტორეტინული აბიოტროფია)თვალის ბადურას მემკვიდრეობითი დისტროფიული დაავადებები, რომელთა საერთო ნიშანია მისი პიგმენტური ეპითელის პათოლოგიური ცვლილება. კლინიკურად ტაპეტორეტინული დისტროფია ვლინდება ბავშვობის ან ყრმობის ასაკში; ხასიათდება მხედველობითი ფუნქციის თანდათანობითი დაქვეითებით,

Read More

ტაპეტორეტინული დეგენერაცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტაპეტორეტინული დეგენერაცია – (degeneratio tapetoretinalis; ანატ. tapetum nigrum retinae ბადურას მუქი პიგმენტური შრე; სინ. ბადურას აბიოტროფია)ბადურას მემკვიდრეობითი დეგენერაციების საერთო დასახელება, რომლის დროსაც პათოლოგიური პროცესი მნიშვნელოვანწილად უკავშირდება მისი პიგმენტური ეპითელის ცვლილებებს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

რინოვირუსული დაავადება

რინოვირუსული დაავადება

რინოვირუსული დაავადება, რინოვირუსული დაავადება – ეტიოლოგია, პათოგენეზი, რინოვირუსული დაავადება – კლინიკური სურათი, რინოვირუსული დაავადება – დიაგნოსტიკა, რინოვირუსული დაავადება – გართულებები, მკურნალობა, პროფილაქტიკა >>>

Read More

ნაწლავის წვენი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ნაწლავის წვენი – საჭმლის მომნელებელი წვენი, რომელსაც გამოიმუშავებს ნაწლავის ჯირკვლები. წარმოადგენს უფერო ან მოყვითალო ფერის, ტუტე რეაქციის, ლორწოსა და ეპითელის უჯრედების შემცველ სითხეს. შეიცავს ფერმენტებს, რომლებიც ამთავრებენ საკვების ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების დაშლას. ადამიანს დღე – ღამის განმავლობაში გამოუმუშავდება 1 – დან 3 ლიტრამდე ნაწლავის წვენი. გაფრთხილება!

Read More