Tag Archives: ერთნაირი

ცნობა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცნობა – (ინტ.) ცოდნის ის ნაწილი, რომლის ჭეშმარიტობის კრიტერიუმი ერთნაირი არ არის შემეცნებითი პროცესის სხვადასხვა მონაწილეებისათვის, ანუ მას არ გააჩნია სრული თანხმობა განვითარების მოცემულ ეტაპზე საყოველთაოდ აღიარებულ შეხედულებებთან. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ფოლი ა დო

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფოლი ა დო – ინდუცირებული ბოდვის ფორმა, რომლის დროსაც შინაარსობრივად ერთნაირი ბოდვითი იდეები აღინიშნება ორი პიროვნებაში. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

უჯრედული თეორია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი უჯრედული თეორია – უმნიშვნელოვანესი ფართო ბიოლოგიური განზოგადება, რომელიც შეიცავს შემდეგ ძირითად დებულებებს: 1. უჯრედი ელემენტარული სტრუქტურული და ფუნქციური ერთეულია, რომელიც ქმნის ყველა მცენარეული და ცხოველური ორგანიზმის აგებულებისა და განვითარების საფუძველს; 2. ყველა სხვა ცოცხალ ორგანიზმს ახასიათებს უჯრედების განვითარების საერთო პრინციპი –  უჯრედების წარმოქმნის პრინციპი მათი მემკვიდრეობითი გაყოფით;

Read More

უჯრედის ფენოტიპი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი უჯრედის ფენოტიპი – (phaenotypus cellulae ბერძნ.phaino – ვუჩვენებ და typos – სახე, ანაბეჭდი) უჯრედის სტრუქტურული და ფუნქციური ცვლილებების ერთობლიობა, რომლებიც წარმოიქმ­ნებიან გარემოს ამა თუ იმ პირობებში უჯრედის განვითარების პროცესში. ამ ცვლილებების განვითარების დროს ხდება უჯრედის მემკვიდრეობის რეალიზაცია, აგრეთვე იგრძნობა უჯრედზე გარემოს პირობების ზეგავლენა. უჯრედების ფენოტიპი შეიძლება იყოს

Read More

უჯრედის მემკვიდრეობა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი უჯრედის მემკვიდრეობა – შვილეულ უჯრედებში, საწყის დედისეულ უჯრედთან შედარებით, ერთნაირი ან მსგავსი თვისებების წარმოქმნა. ამ მოვლენას საფუძვლად უდევს დნმ – ის ავტორეპროდუქცია და მემკვიდრეობითი ინფორმაციის გადაცემა უჯრედის ყოველი გაყოფის დროს. უჯრედის მემკვიდრეობას არჩევენ: 1. ბირთვულს, რომელიც დაკავშირებულია უჯრედის ბირთვების ქრომოსომების დნმ – თან და 2. ციტოპლაზმურს, პლაზმოგენების

Read More