Tag Archives: ვირუსი

ნეკროზული ენცეფალიტები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ნეკროზული ენცეფალიტები – თავის ტვინის მძიმე ინფექციური დაზიანებების ჯგუფი, რომლებსაც იწვევს მარტივი ჰერპესის ვირუსი, იშვიათად ციტომეგავირუსი. რიგ შემთხვევებში ეტიოლოგიის დადგენა ვერ ხერხდება. ჰერპესული ენცეფალიტი წარმოადგენს ჰერპესული ინფექციის იშვიათ ვარიანტს; გამომწვევია მარტივი ჰერპესის ვირუსი ან ჩუტყვავილას ვირუსი. დაავადების დასაწყისში აღინიშნება პროდრომული მოვლენები. ავადმყოფთა ნაწილში ვლინდება ჰერპესული გამონაყარი კანსა

Read More

მენგოს მენინგოენცეფალიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მენგოს მენინგოენცეფალიტი – მწვავე ვირუსული დაავადება, რომელიც მიმდინარეობს თავის ტვინისა და მისი გარსების უპირატესი დაზიანებით. დაავადების გამომწვევია ვირუსი მენგო. ძირითადი რეზერვუარი ვირუსისა ბუნებაში არიან მღრღნელები; ვირუსის გადამტანები – კოღოებია. დაავადება იწყება მწვავედ, ტემპერატურის მაღალ ციფრებამდე მომატებით, თავის ტკივილით, ცნობიერების დარღვევებით; სწრაფად ვითარდება მენინგეალური და კეროვანი ნევროლოგიური სიმპტომები.

Read More