Tag Archives: თირკმლის

ანგიოლიპომატოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ანგიოლიპომატოზი – (angiolipomatosis; ანგიო – + ლიპომატოზი) ცხიმოვანი ცვლის მოშლა, რომელიც ხასიათდება მრავლობითი ინკაფსულირებული ანგიოლიპომების წარმოქმნით კანქვეშა ქსოვილსა და თირკმლის კაფსულაში. გაფრთხილება! ბმულები: 1. ლალი დათეშიძის საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა 3. საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი

ანალგეტიკური ნეფროპათია

ანალგეტიკური ნეფროპათია – კლინიკური სინდრომი: თირკმლის მილაკების დაზიანება არანარკოტიკული ანალგეტიკების ხანგრძლივად გამოყენების შედეგად. აღინიშნება უპირატესად ქალებში. ვლინდება პოლიურიით, ნიქტურიით, კრუნჩხვებით, ლეიკოციტურიით, პროტეინურიით, ჰემატურიით, თანდათანობით თირკმლის უკმარისობის განვითარებით. გართულებებია: თირკმლის დვრილების ნეკროზი, პიელონეფრიტი, ნეფროკალცინოზი, შარდკენჭოვანი დაავადება და სხვ. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი