Tag Archives: თრომბოციტოპენია

რეშად – შილინგის დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რეშად – შილინგის დაავადება – მწვავე რეტიკულოენდოთელიოზი. ხასიათდება მწვავე დასაწყისით, სიცხიანობით, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაწყლულებით, ჰემორაგიული დიათეზით; შესაძლოა პირღებინება, დიარეა. სისხლში ანემია, ლეიკოციტოზი, მონოციტოზი (90% – მდე ჰისტომონოციტების, მონოციტოიდების, მონობლასტების სიჭარბით), თრომბოციტოპენია. ღვიძლის, ელენთის, ძვლის ტვინის და ლიმფური კვანძების ბიოფსიით დგინდება რეტიკულოენდოთელიური პროლიფერაცია, მიელოიდური მეტაპლაზიის კერები.

Read More

ოპიცის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ოპიცის სინდრომი – თრომბოფლებიტური სპლენომეგალია. ელენთის ფიბრადენია. ელენთაში სისხლის მიმოქცევის დარღვევის სხვადასხვა გამოვლინება. ნიშნები: დაავადების დასაწყისში ჩვეულებრივ ადგილი აქვს სისხლდენას კუჭ – ნაწლავის ტრაქტიდან, სისხლჩაქცევას კანში და ლორწოვან გარსებში. ელენთა და ღვიძლი გადიდებულია. აღინიშნება ანემია, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, რენტგენოლოგიურად საყლაპავის ვენების გაფართოება. მიზეზია სიმსივნე ან მისი მეტასტაზები, ტრავმები,

Read More