Tag Archives: ინდივიდი

ფსიქიკა (ფსიქოლოგია)

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფსიქიკა (ფსიქოლოგია) – საგნობრივ სამყაროსადმი ცოცხალი არსებების ურთიერთკავშირის უმაღლესი ფორმა, გამოხატული მათი უნარით მოახდინონ რეალიზება თავიანთი განზრახვებისა და იმოქმედონ მათ შესახებ ინფორმაციის საფუძველზე. ფსიქიკა ადამიანის დონეზე იძენს თვისებრივად ახალ ხასიათს, იმდენად, რომ მისი ბიოლოგიური ბუნება გარდაიქმნება სოციოკულტურული ფაქტორებით, რის შედეგადაც წარმოიქმნება ცხოველქმედების შინაგანი გეგმა – ცნობიერება, ხოლო

Read More

უჯრედის ონტოგენია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი უჯრედის ონტოგენია – (ontogenesis cellulae ბერძნ.on, ontos – არსება, ინდივიდი და genesis – განვითარება) – უჯრედის განვითარება ერთი მიტოზური გაყოფიდან მეორემდე პერიოდში. მიტოზის დროს უჯრედი საგრძნობლად კარგავს წინა დიფერენცირების ნიშნებს, თითქოსდა „ემბრიონულ“ მდგომარეობაში გადადიოდეს, რის შემდეგაც იწყება უჯრედის ონტოგენიის ახალი ეტაპი. მოძღვრება უჯრედის ონტოგენიის შესახებ შეიმუშავა (1934)

Read More

სოციალური სტატუსი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სოციალური სტატუსი – (ფსიქოლოგია) (ლათ. status – მდგომარეობა)1. ინდივიდის ან ჯგუფის ობიექტური ადგილი სოციალურ სისტემაში, მათი მახასიათებლების შესაბამისად (ბუნებრივი, პროფესიონალური, ეთნიკური და სხვ.); 2. სუბიექტის მდგომარეობა პიროვნებათშორის ურთიერთობათა სისტემაში, რომელიც განსაზღვრავს მის უფლებებს, მოვალეობებს და პროვილეგიებს. განასხვავებენ  თანდაყოლილ სოციალურ სტატუსს (სქესის, ეროვნების მიხედვით და ა. შ.) და

Read More

სოციალური დამოკიდებულება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სოციალური დამოკიდებულება – სოციალური თანაფარდობა, რომლის დროსც სოციალურ სისტემას S1 (ეს შეიძლება იყოს ინდივიდი, ჯგუფი ან სოციალური ინსტიტუტი) არ შეუძლია განახორციელოს მისთვის აუცილებელი სოციალური ქმედებები d1 ,თუკი სოციალური სისტემა S2  არ განახორციელებს მოქმედებას d2 .ამასთან S2სისტემა დომინანტი იქნება S1 დამოკიდებული სისტემის მიმართ. (სოც. და მარკ.კვლ.) გაფრთხილება! ბმულები:

Read More

როლების რეგულირება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი როლების რეგულირება – გაცნობიერებული და საგნობრივი ფორმალური პროცედურა, რომლის მეშვეობითაც ინდივიდი თავისუფლდება მის მიერ ამა თუ იმ როლის შესრულებით გამოწვეული შედეგების პასუხისმგებლობისაგან. (სოც. და მარკ.კვლ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა