Tag Archives: კალცინოზი

კალცინოზი

კალცინოზი

კალცინოზი ეს არის კალციუმის გამოკრისტალება  ქსოვილებში ორგანიზმის თხევად გარემოში გახსნილი კალციუმის მარილებისგან. კალცინოზის განვითარებაში მონაწილეობას ღებულობს კალციუმის  ცვლის მარეგულირებელი მრავალი უჯრედშიდა და უჯრედგარეთა ფაქტორი. მათ მიეკუთვნება ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები (თირეოკალციტონინი),  ფარისებრახლო ჯირკვლის ჰორმონი (პარატჰორმონი), ცილების კოლოიდების ცვლილებები, PH და სისხლში კალციუმის კონცენტრაცია, ადგილობრივი ფერმენტული რეაქციები.

Read More

ტიბერჟ – ვეისენბახის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტიბერჟ – ვეისენბახის სინდრომი – (G.   Thiebierge,  ფრან. დერმატოლოგი;  R.  J.   Е.   Weissenbach,   ფრან.  რევმატოლოგი და დერმატოლოგი; სინ.: კანის სკლეროდერმული კალცინოზი) სისტემური სკლეროდერმიისა და კანის კალცინოზის ერთდროულად არსებობა. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

კალცინოზი არტერიული იდიოპათიკური

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი კალცინოზი არტერიული იდიოპათიკური – (calcinosis  arterialis idiopathica; სინ.: სისხლძარღვთა გენერალიზებული კალცინოზი) უცნობი ეტიოლოგიის დაავადება, რომელიც განპირობებულია არტერიების ელასტიკური მემბრანების მემკვიდრეობითი უკმარისობით და ხასიათდება არტერიების შიგა და გარე გარსების გენერალიზებული კალცინოზით; აღინიშნება ჩვილ ბავშვთა ასაკში. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და

Read More

კალცინოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი კალცინოზი – (სტომატ.) calcinosis კალციუმის მარილების გამოყოფა ხსნადი მდგომარეობიდან და მათი ჩალაგება ორგანიზმის ქსოვილებში. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

ათეროსკლეროზი

ათეროსკლეროზი – ელასტიკური (აორტა, მისი ტოტები) და კუნთოვან – ელასტიკური (გულის, თავის ტვინის არტერიები და სხვ.) ტიპის არტერიების ქრონიკული დაავადება, რომელიც ხასიათდება ერთეული ან მრავლობითი ლიპიდური კერების, უპირატესად კი ათერომატოზული ფოლაქების ფორმირებით არტერიის შიგა გარსზე. სისხლძარღვის კედლის  სკლეროზი და კალცინოზი იწვევს სანათურის დეფორმაციასა და შევიწროებას, არტერიის სრულ ობლიტერაციამდე; შედეგად ვითარდება იმ ორგანოს სისხლმიმოქცევის ქრონიკულ უკმარისობა,

Read More