Tag Archives: კანის

statis thymicolymphaticus

statis thymicolymphaticus – (სინ.: თიმიკო – ლიმფური მდგომარეობა, თიმიკო – ლიმფური კონსტიტუცია) ორგანიზმის თანდაყოლილი კონსტიტუციური თავისებურება, რომელიც ვლინდება კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის ჭარბი განვითარებით, პასტოზურობით, კანის სიფერმკრთალით, ლიმფური ორგანოების ჰიპერპლაზიით, მკერდუკანა ჯირკვლის გადიდებით, გულ – სისხლძარღვთა სისტემისა და თირკმელზედა ჯირკვლების ჰიპოპლაზიით. მკერდუკანა ჯირკვლის (თიმუსი) უკუგანვითარება ნაკლებადაა გამოხატული და მიმდინარეობს ჩვეულებრივზე გვიან.

leontiasis ossea

leontiasis ossea – 1. (ბერძ. leon ლომი; osseus ძვლოვანი) ქალას ზოგიერთი ძვლის ზომების ნელი პროგრესირებადი ზრდა. ტერმინი მოგვაწოდა ვიხროვმა. leontiasis ossea  წარმოადგენს სხვადასხვა დაავადებების გამოვლინებას, რომლებიც იწვევენ სახის და ქალის ტიპიურ დეფორმაციას. ამ ტიპის დეფორმაციები შესაძლოა წარმოიქმნან განვითარების ანომალიის, საცრემლე და ცხვირის გასავლების ინფექციური დაზიანებების, პეჯეტის დაავადების, პარათირეოიდული ოსტეოდისტროფიის, ნეიროფიბრომატოზის, ძვლების სიმსივნეების დროს. ახალგაზრდებში იგი

Read More