Tag Archives: კენჭების

ცისტინურია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცისტინურია – მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც გამოწვეულია თირკმელებში 4 ამინომჟავას (ცისტინი, ლიზინი, არგინინი, ორნიტინი) უკუშეწოვის დარღვევით, რაც იწვევს შარდში ცისტინის კონცენტრაციის მომატებას. მიმდინარეობს პიელონეფრიტით, შარდის კენჭების წარმოქმნით. მკურნალობა: სითხის დღე – ღამური მოხმარების გაზრდა, შარდის გატუტიანება. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

შარდის ბუშტის კენჭები

შარდის ბუშტის კენჭები. – (ქირურგ.) მათ წარმოქმნას ხელს უწყობს: მინერალური მარილებით მდიდარი სასმელი წყლის გამოყენება, შარდის შეკავება ბუშტში, ინფექციები და უცხო სხეულები. შარდის ბუშტის კენჭებს ეწოდება პირველადი, ხოლო თირკმლის კენჭებს, რომლებიც ჩამოსულია შარდის ბუშტში – მეორადი. კენჭების ფორმა და ქიმიური შედგენილობა მრავალფეროვანია.  სიმპტომები, მიმდინარეობა. ძირითადი სიმპტომებია ტკივილები, შარდის გამოყოფის მოშლა და მისი ხასიათის ცვლილება. ტკივილები

Read More

ქოლედოქოლითიაზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქოლედოქოლითიაზი – კენჭების არსებობა საერთო სანაღვლე სადინარში; წარმოადგენს ნაღვლკენჭოვანი დაავადბების ერთ – ერთ ხშირ გართულებას. შესაძლოა მიმდინარეობდეს უსიმპტომოდ, თუკი კენჭი არ ეწინააღმდეგება ნაღვლის დინებას, ან იწვევს მექანიკურ სიყვითლეს. დიაგნოზი დგინდება ულტრაბგერითი რენტგენოლოგიური გამოკვლევით, კომპიუტერული ტომოგრაფიით. მკურნალობა – ქირურგიულია. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა

Read More

პოსტჰეპატიტური სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პოსტჰეპატიტური სინდრომი – (პოსტჰეპატიტური ჰიპერბილირუბინემია, სიყვითლე პოსტჰეპატიტური) სიმპტომთკომპლექსი, რომელიც ხასიათდება ნარჩენი მსუბუქი ჰიპერბილირუბინემიით, სისხლში უპირატესად არაპირდაპირი (თავისუფალი) ბილირუბინის შემცველობის მომატებით, რაც ვლინდება ავადმყოფთა ნაწილში, რომლებმაც გადაიტანეს მწვავე (ჩვეულებრივ ვირუსული) ჰეპატიტი, ღვიძლის სხვა ფუნქციონალური და მორფოლოგიური ცვლილებების ნიშნების გარეშე. ზოგჯერ ავადმყოფებს აღენიშნებათ საერთო სისუსტე, ადვილად დაღლა, მსუბუქი დისპეფსური

Read More

ოსტეონეფროპათიები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ოსტეონეფროპათიები – (ბერძ. Osteon ძვალი + nephros თირკმელი + pathos ტანჯვა, ავადყოფობა) ეტიოლოგიის მიხედვით განსხვავებული დაავადებების ჯგუფი, რომლებიც ხასიათდებიან ძვლებისა და თირკმელების დაზიანებების შერწყმით. დაავადებებს საფუძვლად უდევს კალციუმ – ფოსფოროვანი ცვლის მოშლა, გამოწვეული ძვლოვანი ქსოვილის დესტრუქციის და დემიელინიზაციის შედეგად, ან თირკმელების ფუნქციის უკმარისობა. იმ შემთხვევაში, როდესაც ოსტეონეფროპათიის

Read More