Tag Archives: კონსტიტუციური

დიათეზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი დიათეზი – კონსტიტუციური ანომალია, რომელიც განპირობებულია ორგანიზმის მემკვიდრეობითი, ან შეძენილი თვისებებით; ხასიათდება ამა თუ იმ დაავადებისადმი წინასწარგანწყობით ან არადეკვატური რეაქციით ჩვეულებრივ გამღიზიანებელზე. განსაკუთრებით გავრცელებულია ექსუდაციურ – კატარული დიათეზი, რომელიც ხასიათდება ორგანიზმის მიდრეკილებით გახანგრძლივებული ანთებითი პროცესებისა და ალერგიული რეაქციებისადმი. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული

Read More

statis thymicolymphaticus

statis thymicolymphaticus – (სინ.: თიმიკო – ლიმფური მდგომარეობა, თიმიკო – ლიმფური კონსტიტუცია) ორგანიზმის თანდაყოლილი კონსტიტუციური თავისებურება, რომელიც ვლინდება კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის ჭარბი განვითარებით, პასტოზურობით, კანის სიფერმკრთალით, ლიმფური ორგანოების ჰიპერპლაზიით, მკერდუკანა ჯირკვლის გადიდებით, გულ – სისხლძარღვთა სისტემისა და თირკმელზედა ჯირკვლების ჰიპოპლაზიით. მკერდუკანა ჯირკვლის (თიმუსი) უკუგანვითარება ნაკლებადაა გამოხატული და მიმდინარეობს ჩვეულებრივზე გვიან.