Tag Archives: კორძიანი

შაპიროს სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შაპიროს სინდრომი – კორძიანი სხეულის აგენეზიის შერწყმა ჰიპოთერმიის  და ჰიპერჰიდროზის გარდამავალ ეპიზოდებთან, რომლებიც უკავშირდება პათოლოგიური პროცესში ჰიპოთალამუსისა და ლიმბური სისტემის სხვა სტრუქტურების ჩართვას. ეპილეფსიის საწინააღმდეგო პრეპარატები ციპროჰეპტადინი, კლონიდინი ან ოქსიბუტინინი ხსნიან ჰიპერთერმიისა და ჰიპერჰიდროზის განვითარებას. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

მარკიაფავ – ბინამის დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მარკიაფავ – ბინამის დაავადება – იშვიათი დაავადება, რომელიც ვლინდება მზარდი დემენციით, ცნობიერების დარღვევით, ჰალუცინაციებით, ტრემორით, რიგიდულობით, დიზართრიით, თვალის კაკლების შეზღუდული მოძრაობით, წონასწორობისა და სიარულის დარღვევით, ეპილეფსიური გულყრებით, მძიმე შემთხვევებში ცნობიერების დათრგუნვით კომამდე. უვითარდებათ უპირატესად ალკოჰოლიზმით დაავადებულებს. პათომორფოლოგიურად ხასიათდება კორძიანი სხეულის ნეკროზული დემიელინიზაციით და შუბლისა და საფეთქლის წილების

Read More

კორძიანი სხეულის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი კორძიანი სხეულის სინდრომი – (syndromum corporis callosi) 1. მარცხენამხრივი აპრაქსიის შერწყმა მარჯვენა და მარცხენა ხელებში შეუთანხმებელ მოძრაობასთან, რაც განპირობებულია კორძიანი სხეულის უკანა ნაწილების დაზიანებით; 2. ფსიქიკური დარღვევები (სივრცეში ორიენტაციის დარღვევა, კონფაბულაციები და სხვ.), რომლებიც განპირობებულია კორძიანი სხეულის წინა ნაწილების დაზიანებით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა

Read More

კორძიანი სხეულის აგენეზია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი კორძიანი სხეულის აგენეზია – თავის ტვინის კორძიანი სხეულის განუვითარებლობა, რომელიც ხშირად ვლინდება ფსიქიკური დარღვევებითა და ვეგეტატიური პაროქსიზმებით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

კორძიანი სხეული

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი კორძიანი სხეული – ნერვული ბოჭკოების ჭიმი, რომელიც აერთებს თავის ტვინის მარცხენა და მარჯვენა ჰემისფეროებს. ახორციელებს მათ შორის ნერვული იმპულსების ცვლას, უზრუნველყოფს მათ კოორდინირებულ მუშაობას. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა