Tag Archives: კრუნჩხვები

ჰიპონატრიემია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჰიპონატრიემია – სისხლის შრატში ნატრიუმის შემცველობის დაქვეითება. მიზეზები – ნატრიუმის არასაკმარისი შესვლა ორგანიზმში საკვებთან ერთად, მისი გაძლიერებული გამოყოფა ორგნიზმიდან, ორგანიზმში წყლის მომატებული შესვლა, ჰიპოკორტიციზმი და სხვ. გამოვლინებები უპირატესად ნევროლოგიურია, თავის ტინის უჯრედების გაფუების გამო (ცნობიერების დარღვევა, კრუნჩხვები და სხვ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები

Read More

ჰიპოკალიემია

ჰიპოკალიემია – სისხლის შრატში კალიუმის დაქვითებული შემცველობა. მიზეზები: კალიუმის არასაკმარისი მიღება საკვებ პროდუქტებთან, კუჭ – ნაწლავის ტრაქტის დისფუნქცია, ჰიპერალდოსტერონიზმი, დიურეტიკებით ხანგრძლივი მკურნალობა და სხვ. ჰიპოკალიემიის ძირითადი გამოვლინებაა – სისუსტე, კრუნჩხვები, გულის რიტმის დარღვევები. მკურნალობა – კალიუმის პრეპარატები. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი  

გალაქტოზემია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გალაქტოზემია – (ბავშვებში) მემკვიდრეობითი დაავადება, რომელსაც საფუძვლად უდევს გალაქტოზის გლუკოზად გარდაქმნის პროცესის ბლოკირება. ეტიოლოგია, პათოგენეზი. ორგანიზმში გალაქტოზა განიცდის ფოსფორილირებას, ამასთან წარმოიქმნება გალაქტოზო – 1 – ფოსფატი; დაავადების დროს მემკვიდრეობითი დეფექტის გამო მისი შემდგომი გარდაქმნა აღარ ხდება და გალაქტოზა და გალაქტოზო – 1 – ფოსფატი გროვდება სისხლსა და

Read More

აგლიკოგენოზი

აგლიკოგენოზი – მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც გამოწვეულია გლიკოგენის სინთეზზე პასუხისმგებელი ფერმენტის ურიდინ – დიფოსფატ – გლუკოზო – გლიკოგენტრანსფერაზის უკმარისობით. კლინიკური სურათი ხასიათდება ხშირი, მკვეთრი ჰიპოგლიკემიებით; სისხლში შაქრის შემცველობა ეცემა 7 – 12% – მდე. ჰიპოგლიკემიური კრუნჩხვები განსაკუთრებით ხშირია დილაობით.