წვეტიანიშრე (ეპიდერმისის უჯრედების)
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი წვეტიანიშრე (ეპიდერმისის უჯრედების) – (stratum spinosum) მრავალშრიანი ბრტყელი ეპითელიუმის – პოლიგონური ფორმის ეპითელიოციტების (წვეტიანი ეპიდერმოციტი – epidermocytus spinosus) ერთმანეთთან დაკავშირებული მოკლე ციტოპლაზმური მორჩებით, ტონოფიბრილების შემცველი დესმოსომებით (ტონოფიბრილები დესმოსომებში ბოლოვდება). უჯრედთა 5 – 10 შრეა, ლოკალიზებულია ბაზალურ მემბრანაზე. ამ შრის ეპითელიოციტებს აქვთ გამრავლების უნარი. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე.