Tag Archives: ლორწოვანი

ნაწლავის კრიპტა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ნაწლავის კრიპტა – (crypta intestinalis ბერძნ.crypta – ფარული, მიწისქვეშა) ნაწლავის ლორწოვანი გარსის ეპითელიუმის ლულისებრი ჩაღრმავება, ლოკალიზებული ლორწოვანი გარსის საკუთარ ფირფი­ტაში. ეპითელიუმი შედგება ყაითნოვანი, ფიალისებრი, ენდოკრინული, არგიროფილური, აციდოფილურ – მარცვლოვანი ნაწლავის უჯრედებისა და არადიფერენცირებული (მცირედდიფერენცირებული) უყაითნო ეპითელიოციტებისაგან. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000

Read More

ნაწიბური

ნაწიბური – (cicatrix) შემაერთებელი ქსოვილის უბანი, რომელიც ჩაენაცვლება კანის, ლორწოვანი გარსის, ორგანოს ან ქსოვილის დაზიანებით ან პათოლოგიური პროცესით გამოწვეულ დეფექტს; ნაწიბურის წარმოქმნის პროცესს ეწოდება დანაწიბურება და წარმოადგენს რეპარაციული რეგენერაციის გამოვლინებას. ამასთან, ნაცვლად დაღუპულის იდენტურისა, ვითარდება შემაერთებელი ნაწიბუროვანი ქსოვილი.2.  მკვრივი წარმონაქმნი, რომელიც შედგება ჰიალინური კოლაგენური ბოჭკოებით მდიდარი შემაერთებელი ქსოვილისაგან, წარმოქმნილი რეპარაციული რეგენერაციისას – როგორც შედეგი ანთებადი

Read More