Tag Archives: მდედრობითი

ბარის სხეულაკები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ბარის სხეულაკები – (corpuscula chromatini sexualia) სასქესო ქრომატინის სხეულაკები, რომლებიც ჰეტეროპიკნეზურად შეცვლილი ზედმეტი X – ქრომოსომებია. ასე ეწოდებათ მკვლევარ ბარის გვარის მიხედვით, რომელმაც 1949 წელს პირველმა აღმოაჩინა მამრობითი და მდედრობითი ორგანიზმების უჯრედების ინტერფაზურ ბირთვებში სხვაობა ამ სხეულაკების შემცველობას შორის. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის

Read More

აგამოსპერმია

აგამოსპერმია – (agamospermia ბერძნ.a – უარყოფა, იხ.გამეტები და sperma, spermatos – თესლი) სქესობრივი გამრავლების გამარტივებული მეთოდი მდედრობითი გამეტების განვითარების საფუძველზე, რომლის პროცესში განაყოფიერება არ ხდება. მამრობითი გამეტები ამ პროცესში მხოლოდ ზიგოტის დაყოფის სტიმულატორების როლს ასრულებენ. იხ.პართენოგენეზი. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)