Tag Archives: მენინგოენცეფალიტი

შტრუმპელ – ლაიხტენშტერნის ენცეფალიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შტრუმპელ – ლაიხტენშტერნის ენცეფალიტი – ჰემორაგიული მენინგოენცეფალიტი, პირველადი ჰემორაგიული მწვავე ენცეფალიტი  –  მენინგოენცეფალიტი ინფექციურ – ალერგიული ბუნების, ახასიათებს მრავლობითი სისხლჩაქცევები თავის ტვინსა და მის გარსებში, მძაფრი დაწყება და მიმდინარეობა, კომატოზური მდგომარეობა, თავის ტვინის ღეროს დაზიანების ნიშნები, ცერებროსპინალურ სითხეში სისხლი. ყველაზე ხშირად იწვევს გრიპის ვირუსი. სინონიმი: ლაიხტენშტერნის სინდრომი.

Read More

შაგასის დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შაგასის დაავადება – (C. Chages, ბრაზ. ექიმი; სინ.: ამერიკული ტრიპანოსომოზი)პროტოზოოზი, რომელიც ხასიათდება ცხელებით, ლიმფური კვანძების გადიდებით, კანზე ან კონიუნქტივაში პირველადი აფექტის გაჩენით, ზოგჯერ გულისა და ცენტრალური ნერვული სისტემის  მძიმე დაზიანებით. დაავადების გამომწვევია Trypanosoma cruzi Chages; ინკუბაციური პერიოდი შეადგენს 5 – 14 დღეს. დაავადება იწყება შემცივნებით, თავის ტკივილით,

Read More

უვეოპაროტიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი უვეოპაროტიტი – (uveoparotitis; uvea თვალის სისხლძარღვოვანი გარსი +პაროტიტი; ჰეერფორდტის სინდრომი) – სინდრომი, რომელიც ხასიათდება ორმხრივი პაროტიტის შერწყმით ორმხრივ უვეიტთან; ზოგჯერ მიმდინარეობს ნევრული სისტემის (პოლინევრიტი, მენინგოენცეფალიტი), ასევე სასუნთქი გზებისა და ლიმფური კვანძების დაზიანებით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

მენინგოენცეფალიტი ორტალღოვანი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მენინგოენცეფალიტი ორტალღოვანი – ტკიპისმიერი ენცეფალიტის კლინიკურ – ნოზოგეოგრაფიული ვარიანტი, რომელიც ხასიათდება ორტალღოვანი მიდინარეობით: პირველი ტალღის დროს აღინიშნება მწვავე დასაწყისი პროდრომული პერიოდის გარეშე, ცხელება, თავის ტკივილი; მეორე (შედარებით ხანგრძლივი) ტალღის დროს აღინიშნება ცხელება მენინგიზმის მოვლენებით, შემდგომში ხანგრძლივი პოსტინფექციური ასთენია. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული

Read More

მენინგოენცეფალიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მენინგოენცეფალიტი – თავის ტვინის გარსებისა და ნივთიერების ანთება. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა