Tag Archives: მეორადი

პაუტრიერის დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პაუტრიერის დაავადება – ლიპოიდომელანოზური რეტიკულოზი, ლიპომელანოზური რეტიკულოზი. აღინიშნება პირველადი რეტიკულოჰისტიოციტური პროლიფერაცია შემდგომი (მეორადი) ქოლესტერინის ცვლის დარღვევით. ეკუთვნის ჭეშმარიტ რეტიკულოჰისტიოციტოზს. დამახასიათებელია ტემპერატურის მომატება, შემცივნება, ოფლიანობა, კანის ქავილი, პოლილიმფადენოპათია, სპლენომეგალია, ერითროდერმია, პაპულოზური ეგზანთემა, პიგმენტაცია, რის გამოც ავადმყოფმა შეიძლება მიიღოს მუქი (შავი) ფერი. რეტიკულოჰისტიოციტური ქსოვილი განიცდის ჰიპერპლაზიას. აღინიშნება ლეიკოციტოზი, ეოზინოფილია,

Read More

პარანეფრიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პარანეფრიტი – თირკმლისირგვლივი ფაშარი შემაერთებელი ქსოვილის ანთება. შეიძლება იყოს პირველადი (წელის მიდამოს ჭრილობებისას) ან მეორადი (ანთებადი თირკმლიდან ინფექციის გადაცემისას, აგრეთვე სხვა ანთებითი კერებიდან – ფურუნკული, კარბუნკული, პანარიციუმი და ა.შ. – ჰემატოგენური გზით ჩირქმბადი მიკრობების გადატანის შემთხვევაში). სიმპტომები, მიმდინარეობა. მწვავე პარანეფრიტი იწყება მძაფრად: უეცრად მატულობს ტემპერატურა, აღინიშნება შემცივნება

Read More