Tag Archives: მეტყველების

გაბრუება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გაბრუება – ცნობიერების დარღვევის ფორმა, რომელიც ხასიათდება დამუხრუჭებით, ფსიქიკური პროცესების შენელებითა და გაძნელებით, ყურადღების გაფანტვით, გარეშე გამღიზიანებლებზე აღქმის ზღურბლის გაზრდით, მეტყველების შეზღუდვით. გაფრთხილება!  

ბატარიზმი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ბატარიზმი – (battarismus; ბერძ. battarismos ენაბლუობა) მეტყველების დარღვევა ენაბლუობის სახით, რომლის დროსაც მეტყველების ტემპი დაჩქარებულია, აქვს ბიძგისებრი ხასიათი, ამასთან ცალკეული სიტყვები დამახინჯებულია. გაფრთხილება! ბმულები: 1. საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა  3. საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4. დიეტები  5. ორსულობა და მშობიარობა

აფაზია

  აფაზია – (ნერვ. დაავ.) მეტყველების დარღვევა, რომელიც ვითარდება თავის ტვინის ქერქის დაზიანების დროს (მემარჯვენეებში მარცხენა ნახევარსფეროს). მოტორული აფაზიის დროს ავადმყოფი უჩივის სიტყვების გამოთქმის გაძნელებას, თუმცა ესმის სხვისი საუბარი. სენსორული აფაზიის შემთხვევაში მნიშვნელოვნად ირღვევა საუბრის აღქმა. ამნეზიური აფაზიის დროს ავადმყოფს ავიწყდება საგნების სახელწოდება, თუმცა ახსოვს მათი გამოყენების მნიშვნელობა. ძირითადი დაავადების მკურნალობა. ლოგოპედური ღონისძიებები. გაფრთხილება! ლალი

Read More

ანერგია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ანერგია – 1. ორგანიზმის რეაქციის არარსებობა გაღიზიანებაზე; 2. ფსიქიлური, მოძრაობითი და მეტყველების აქტივობის დაქვეითება. გაფრთხილება! ბმულები: 1. ლალი დათეშიძის საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა 3. საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი

ანართრია

ანართრია – (anarthria; ან – + ბერძ. arthroo დანაწევრებული) დანაწევრებული მეტყველების უნარის დაკარგვა კუნთების დამბლის, ან პარეზის შედეგად, რომლებიც მონაწილეობენ არტიკულაციაში, მაგ. ბულბური დამბლის დროს. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი