Tag Archives: მექანიკურ

ძირითადი ნივთიერება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ძირითადი ნივთიერება – (substantia fundamentalis)   ლაბისებრი ნივთიერება, რომლითაც ამოვსებულია შემაერთებელი ქსოვილის უჯრედებსა და ბოჭკოებს შორის სივრცე. მონაწილეობს მეტაბოლიტების ტრანსპორტში, ასრულებს მექანიკურ, დამაკავშირებელ და საყრდენ ფუნქციებს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ჩამკეტიზონა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჩამკეტიზონა – / ზღუდარი ტერმინალური* მკვრივი შეერ­თება / (zona occludens ლათ.occludens   –   ჩამკეტი)     ორი მეზობელი უჯრედის ციტოლემის (პლაზმოლემის) გარე მემბრანათა შეერთების ზონა; მონაწილეობს უჯრედთა იონურ მეტაბოლურ ცვლასა და მექა­ნიკურ შეერთებაში. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა

Read More

ჩამკეტი ფირფიტა (ჩამკეტი ზონა)

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჩამკეტი ფირფიტა (ჩამკეტი ზონა) – (zonula occludens ლათ. occludens   –   ჩამკეტი)     ორი მეზობელი უჯრედის პლაზმოლემის გარეთა ფურცლის შეერთება; მონაწილეობს იონურ  –  მეტაბოლურ ცვლასა და უჯრედთა მექანიკურ დაკავშირებაში. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები

Read More

ტურგორი

ტურგორი – 1. (ლათ. Turgere შესივებული ვარ) განზოგადებული ცნება, რომელიც ახასიათებს ცხოველთა უჯრედების, რბილი ქსოვილების და ორგანოების უნარს, წინააღმდეგობა გაუწიონ სხვადასხვა მექანიკურ ზემოქმედებას.2. ტურგორი   –  ქსოვილთა ნორმალური ტონუსი. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი  

სითბოპროდუქცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სითბოპროდუქცია – სითბოს წარმოშობა ცოცხალ ქსოვილებში, მათში მიმდინარე ენერგეტიკულ გარდაქმნათა შედეგად. ეს პროცესი სხვადასხვა ქსოვილში სხვადასხვა ინტენსივობით მიმდინარეობს. აქტ. ქსოვილებში (კუნთებსი, ღვიძლში, თირკმლებში) სითბოს უფრო დიდი რაოდენობა გამოიყოფა, ვიდრე ნაკლებად აქტიურ ქსოვილებში (შემაერთებელ ქსოვილში, ძვლებში, ხრტილებში). სითბოპროდუქცია დაკავშირებულია ცილისა და სხვა ორგანულ ნაერთთა ბიოქიმიური სინთეზის პროცესთან, ოსმოსურ

Read More