Tag Archives: მთავარი

ცოცხისებრი ყაითან

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცოცხისებრი ყაითან – ზოგიერთი უჯრედის (მაგალითად, ნეფრონის მთავარი ნაწილის თირკმლის ეპითელიუმის უჯრედებში) ციტოპლაზმის აპიკალურ ზედაპირზე ჯაგრისის ბეწვის მსგავსად განლაგებული მრავალრიცხოვანი მიკროხაოების ერთობლიობა. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

შუალედური უჯრედები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შუალედური  უჯრედები – (cellulae medianae)   კუჭის ფუნდუსის ჯირკვლების ყელის ნაწილის  უჯრედები. ისინი ასრულებენ კამბიუმის როლს კუჭის ეპითელიუმისა და ფუნდუსის ჯირკვლების ეპითელიუმისთვის, რომლის შემადგენლობაში შედის აგრეთვე მთავარი, შემომფენი  –  პარიესული ანუ საფარი და დამა­ტებითი  უჯრედები. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება!

Read More