Tag Archives: მიკროსკოპიის

ტერმინალური ზღუდარები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტერმინალური ზღუდარები – დესმოსომების სახესხვაობა. ნაწლავის, თირკმლისა და ზოგიერთი სხვა ეპითელიუმის მეზობელი  უჯრედების ციტოპლაზმური მემბრანის  –  პლაზმოლემის სპეციალი­ზებული უბნები. ჩვეულებრივ, ტერმინალური ზღუდარები  უჯრედების აპიკალურ ნაწილშია მათი თავისუფალი ზედაპირის ქვევით. სინათლის მიკროსკოპიაში ეს წარმონაქმნები შესწავლილი და აღწერილია, რო­გორც ჩამკეტი (დამხშობი) ფირფიტები. ელექტრონული მიკროსკოპიის მონაცემებით, ტერმინალური ზღუდარები ციტოპლაზმის გამკვრივებუ­ლი

Read More

სინათლის მიკროსკოპია

სინათლის მიკროსკოპია – უჯრედებისა და ქსოვილების გამოკვლევის ძირითადი მეთოდი სხვადასხვა კონსტრუქციის სინათლის მიკროსკოპების მეშვეობით, რომლებშიც ობიექტის გასანათებლად გამოყენებულია ხილული სპექტრების სხივები. სინათლის მიკროსკოპებს აქვს 0,2 მკ რიგის ხედვის და მაქსიმალურად 1500 – ჯერ შესაძლებელი გადიდების უნარი. სინათლის მიკროსკოპიის სახესხვაობებია ფაზურ­კონტრასტული, ინტერფერენციული, ანოპტრალური, პოლარიზაციუ­ლი და ბნელი არის მიკროსკოპია. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის

Read More

პლაზმოდესმოსები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პლაზმოდესმოსები – (plasmodesmi იხ.პლაზმა და ბერძნ.desmos – კავშირი) – ციტოპლაზმური შეერთება მეზობელ უჯრედებს შორის, რომელთაც უჯრედშორისი ხიდების სახე აქვთ. ელექტრონული მიკროსკოპიის მონაცემების თანახმად, თითოეული უჯრედის ციტოპლაზმა პლაზმოდესმოსების შემადგენლობაში შემოსაზღვრულია ციტოპლაზმური მემბრანით და არ გადადის განუწყვეტლივ ერთი უჯრედიდან მეორეში. პირველად პლაზმოდესმოსები მცენარეულ უჯრედებში აღწერა ი.ნ.გოროჟანკინმა (1881). (ც. გაჩეჩილაძე,

Read More

პერინუკლეური სივრცე

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პერინუკლეური სივრცე – (spatium perinucleare ბერძნ. peri – ახლოს და ლათ.nucleus – ბირთვი) სივრცე ბირთვის მემბრანის გარე და შიგა ფურცლებს შორის. მისი ზომა ფართო ფარგლებში მერყეობს. საშუალოდ ის 100 – 200 Ao – ს უდრის, მაგრამ ზოგჯერ შეიძლება 1000 Ao – საც მიაღწიოს. მრავალი მკვლევარის მონაცემების თანახმად,

Read More

ოსტეობლასტები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ოსტეობლასტები – (osteoblasti ბერძნ.osteon – ძვალი და blastos – ჩანასახი; სინ.ოსტეობლასტოციტი – osteoblastocytus) მცირედ დიფერენცირებული, მაღალი პროლიფერაციის უნარის ერთბირთვიანი ძვლის უჯრედები, რომლებიც დიფერენცირების პროცესში წარმოქმნიან ძვლის ქსოვილის უჯრედშორის ნივთიერებას. ელექტრონული მიკროსკოპიის მონაცემებით, ოსეინი, რომლისაგანაც წარმოიქმნება ძვლის შუალედური ნივთიერების – ოსეინის ფიბრილები (იხ.ოსეინის ბოჭკოები), სინთეზდება ოსტეობლასტების ერგასტოპლაზმაში, შემდეგ

Read More