Tag Archives: მინანქარი

არასრულყოფილი ამელოგენეზი

განმარტებითი ლექსიკონი არასრულყოფილი ამელოგენეზი – მემკვიდრული დეფექტი,რომლის დროსაც ირღვევა კბილის მინანქრის წარმოქმნის პროცესი.კბილს აქვს უჩვეულო ზედაპირი,მაგრამ ის არ არის  ნაადრევი დაშლისაკენ მიდრეკილი.

ამელოგენეზი

განმარტებითი ლექსიკონი ამელოგენეზი – ამელობლასტების მიერ მინანქრის წარმოქმნა.ეს პროცესი მთავრდება კბილების ამოჭრამდე.

ამელობლასტომა

განმარტებითი ლექსიკონი ამელობლასტომა – ყბის ლოკალური ავთვისებიანი სიმსივნე.ითვლება,რომ ამელობლასტომა ვითარდება ამელობლასტებისგან,თუმცა სიმსივნის უჯრედები არ შეიცავენ მიმანქარს.

ამელობლასტი

განმარტებითი ლექსიკონი ამელობლასტი – უჯრედი,რომელიც პროდუცირებს კბილის მინანქარს;ქრება უშუალოდ კბილების ამოჭრამდე.  

ადამანტობლასტები

ლალი დათეშიძე ადამანტობლასტები – (adamantoblasti ბერძნ.adamas, adamantos – ალმასი და blastos – ჩანასახი) ეპითელური უჯრედები, რომელთაგანაც წარმოიქმნება კბილის ემალი (მინანქარი). კბილის განვითარების პროცესში ისინი ემალის ორგანოს შიგა შრეს ქმნიან. მათ აპიკალურ ზედაპირზე იქმნება გრძელი კუტიკულები – ემალის(მინანქრის) პრიზმები, რომელ­თაგანაც შედგება კბილის გვირგვინის ემალი (მინანქარი). (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000

Read More