ექტოპლაზმა
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ექტოპლაზმა – (ectoplasma ბერძნ.ectos – გარედან და იხ.პლაზმა) ციტოპლაზმის პერიფერიული შრე, რომელიც ბირთვთან მიმდებარე და ენდოპლაზმის შემადგენელი შიგა შრეებისაგან იმით განსხვავდება, რომ უფრო მკვრივია, არ შეიცავს გრანულურ ჩანართებს და აქვს სპეციალიზებული ციტოპლაზმური სტრუქტურები, რომლებიც უჯრედის სპეციფიკურ ფუნქციებს ასრულებენ. ტერმინი შემოიღო ჰეკელმა (1873). გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა